თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ქართველ გულშემატკივრებში იმხელა ემოციებს იწვევს და "ნაპოლის" თითოეულ შეხვედრას ისეთი მოუთმენლობით ველით, რომ მის ირგვლივ ბევრი რამ გვაინტერესებს. ყველაფერზე ვნერვიულობთ - "65-ე წუთისთვის შეცვლიან", "პასი რატომ არ მისცეს?", "პენალტი უნდა დაერტყა"...

კარგია, როცა ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ასე გააერთიანა და სიხარულის გამოხატვის საშუალებად იქცა, თუმცა, თავად ხვიჩას ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც თავიდან უნდა ავირიდოთ და ამაზე ადრეც დაგვიწერია...

რა ვნახეთ გლაზგოში? ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი - ბევრ ორთაბრძოლაში გამარჯვება, ართმევები, მის წინააღმდეგ ხშირად დარღვეული თამაშის წესი,
დრიბლინგები, პასები და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი. ყველაფერი ეს სასიამოვნო იყო. ის, რომ ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ სპალეტის კიდევ უფრო მეტი სურს და "კვარასგან" დაცვაში აქტიურობას და მეტ გაცემულ პასს ელის, ეს ერთგვარი კრიტიკა თითქოს, გულდასაწყვეტია, თუმცა, ამავდროულად, ლუჩანო სპალეტი ზუსტად გრძნობს, რამხელა პოტენციალთან აქვს საქმე. მას სურს, კიდევ უფრო სრულყოფილი კვარაცხელია ნახოს და ეს ეს შენიშვნები ხვიჩამ განვითარებისთვის გამოიყენოს. სპალეტისთან დაკავშირებით ზუსტად ასეთივე მოსაზრება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც ვილი სანიოლსაც აქვს.

Sportall.Ge

"რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკიც სულ ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ ტრიალებდა, შეხვედრის დროს ხშირად მიმართავდა, ეძახდა და პრესკონფერენციებზე კრიტიკულადაც ახსენებდა. ეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. მთავარია, "კვარაზე" ყველაფერმა ამან მხოლოდ დადებითად იმოქმედოს...

კი, მთელი თამაში საგანგებოდ თუ დააკვირდებოდით, კვარაცხელიას ფლანგზე მოთამაშე მცველი მარიო რუი ხვიჩას გავლით შეტევას, ფაქტობრივად, არ აგრძელებდა. კი, მას შემდეგ, რაც ზელინსკიმ ორი პენალტი (ახლიდან შესრულება დასჭირდა) ვერ გამოიყენა და თერთმეტმეტრიანის უფლება უკვე ქართველმა გარემარბმა მოიპოვა, სამართლიანი იქნებოდა, ის თავად ჩვენებურს შეესრულებინა. ხვიჩა იმ ტიპის ფეხბურთელი არაა, ბურთი აეღო და კატეგორიულად მოეთხოვა, უნდა დავარტყაო. ამის დროც მოვა, როცა კვარაცხელიას მიმართ მეტი ნდობა იქნება და გამოცდილებაც თავისას გააკეთებს, ახლა კი სანერვიულო არაფერია - "კვარა" ნეაპოლელი გულშემატკივრების რჩეულია.

სტანდარტულების შესრულებაზე კი ყურადღებას ისევ მივაპყრობთ. წინა შეხვედრის შემდეგაც ვწერდით, რომ მწვრთნელს ქართველი შემტევი რატომღაც მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე წარმოუდგენია. "რეინჯერსთან" შეხვედრაში ერთადერთხელ ვნახეთ, რომ ასეთ ზონებში ბურთი პირდაპირ ხვიჩას გაუთამაშეს, რასაც მწვავე ეპიზოდი და ისევ კვარაცხელიას კარში დარტყმა მოჰყვა. მაინც ცოტა გაუგებარია, როცა რაღაც არ ამართლებს, მისი შეცვლა პერიოდულად მაინც რატომ არ უნდა სცადო?! ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ჩვენ სუბიექტურად, მხოლოდ ხვიჩას ირგვლივ ვტრიალებთ, "ნაპოლის" ქება ეკუთვნის, მათ ჩემპიონთა ლიგაც წარმატებით დაიწყეს და სერია "ა"-შიც ლიდერები არიან.

შემდეგი გაჩერება "მილანია" - "ნაპოლის" ფეხბურთელები მეტად უნდა ენდონ კვარაცხელიას, ის ამას გაამართლებს!

altხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altსპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

მკითხველის კომენტარები / 25 /
როგორ ცუდად ვიქცევით, ამ ნაპოლის ფეისბუქსა და სხვა სოციალურ გვერდებზე. როგორ ლანძღავენ სპალეტის და ზოგიერთ ფეხბურთელებს. სირცხვილია ხალხნო! გეყოთ რა მართლა! კვარას ავნებს ეს პირველ რიგში.
შოთა-მილანი
18:44 15-09-2022
2
უბრალოდ წარმოიდგინეთ ის ორი პენალი კვარას რომ გაემაზა და არა ზელინსკის.
ჯერ ხო მთელი საქართველო გადაუვლიდა და მერე სპალეტი დააყრიდა კრიტიკას. ზელინსკიზე არაფერი უთქვამს.
მაგასაც კვარამ გამოუსწორა საქმე ის პენალი რომ მოიპოვა და თამაში მოიგეს
0

სიახლეები პოპულარული