Spazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით Spazio Napoli-მ წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

"ხვიჩა კვარაცხელია "ცისფრების" სეზონის დასაწყისის სიმბოლოა. ქართველი გარემარბი ნეაპოლში საერთო კრიტიკისა და ლორენცო ინსინიეს კალიბრის ფეხბურთელის შეცვლის ზეწოლის ფონზე ჩავიდა. ითვლებოდა რა თავიდან ასეთი როლისთვის შეუფერებლად, მან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩინებული თამაშით ტიფოზებისთვის თავის შეყვარება. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეუძლია დაიკვეხნოს. ამას
გარდა, აბსოლუტური ჩემპიონივით თამაშობს.

კვარაცხელია მხოლოდ 21 წლისაა და უმოკლეს პერიოდში ყველაფრის მოპოვების სურვილი გააჩნია. დრიბლინგის უნარებით მეტოქეთა მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, სისწრაფით კი მატჩის ორ ნაწილად გაყოფა ძალუძს. თუმცა, როგორც ყველას მის ასაკში, თავისი ზოგიერთი ხარვეზი ჯერ კიდევ აქვს. 77 ნომერს თავბრუდამხვევი დრიბლინგის გამო ბურთის ძალიან დიდხანს დაჭერისკენ მიდრეკილება აქვს. ამაზე გაამახვილა მკაცრად ყურადღება ლუჩანო სპალეტიმ "რეინჯერსთან" შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე".

მკითხველის კომენტარები / 47 /
მე რა თქმა უნდა იმ სიგიჟეს არ ვეთანხმები რაც უვიცმა ფანებმა, ნაპოლის გვერდს მოუწყვეს, მარა რბილად, რომ ვთქვათ ცოტა უმადურობასთან გვაქვს საქმე, ბიჭმა ლივერპულთან გუნდურობის პიკი აჩვენა, სამი გოლი გაუკეთა პარტნიორებს და რა სინდისით აყვედრიან არა გუნდურობას. აქაც ხვიჩას, რომ მეორე პენალტი არ გამოემუშავებინა შეიძლება 0-0 მორჩენილიყო.
ეეე
15 სექტემბერი 2022 21:29
0
ესენი ვერ არიან...კვარაცხელია რითაც გამოირჩევა სწორედ დრიბლინგი და ტექნიკაა...და ბურთი თუ არ დაიჭირე, ისე დრიბლინგს როგორ განახორციელებ...მაგ დრიბლინგებით იყო სწორედ ლივერპულის დაცვა რომ ჩამოშალა...ეგ თუ არ უნდოდათ, მაშინ კვარაცხელიას რას ყიდულობდნენ...თან ვერავინ იტყვის, რომ კვარაცხელია პასებს არ იძლევა...თავდამსხმელებიდან ორი საგოლე პ ასი მის გარდა სხვას არა აქვს.
ქუთაისი
15 სექტემბერი 2022 21:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული