"სლოვანი" ერევანში დამარცხდა - კაშიამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „პიუნიკთან“ 0:2 დამარცხდა.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

„სლოვანი“ H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად ლიდერ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
პიუნიკი - სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 დაშიანი (35), 2:0 ოტუბანჯო (36)

მკითხველის კომენტარები / 21 /
აჰა ომ გადატანილი და ახლაც ომში მყოფი ჩვენზე უფრო გაჭირვებული ქვეყნის კლუბები პიუნიკი იქნება თუ არარატ-არმენია, ყოველ წელს აღწევენ გარკვეულ წარმატებას. კარგად დაფიქრება გვმართებს თუ რა გვჭირს და რას ვერ ვაკეთებთ სწორად...
გურამი
23:01 15-09-2022
6
სად იყო კვარაცხელია ჩვენ რომ ჩაკვეტაძეს ვადიდებდით..
ჩვენ რომ ჩაკვეს ბარსაში ვაგზავნიდით.. ქუსლით ჩამოღებას ვაზიარებდით .
ჩაკვე ახალი განდიდებული გვყავდა და აი გამოჩნდა კვარა და რაღადროს ჩაკვეა .. ჩვენ ხომ ორი ადამიანის მეფობაას ვერ ვეგუებით .. არადა მახსოვს გიო გიოს სკანდირებდა სტადიონი და ახლა ...

პ.ს. კვარა დიდებულია მაგრამ პატივი ვცეთ ყველას
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული