ჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების, "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ "მილანისა" და "პარტენოპეის" შორის მოახლოებული თამაშის შესახებ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა.

"ჰგავს თუ არა "კვარა" მარადონას? - არა, ახლოსაც არ არის და გთხოვთ, შედარებას ნუ აკეთებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხვიჩამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს და ვიწრო სივრცეებში შეტევის მიმართულებას კარგად ცვლის, ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა.

"ნაპოლის" ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი,
შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალმა მოთამაშეებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და გუნდის გამარჯვებებში საკუთარი წვლილი შეაქვთ" - განაცხადა ფერარამ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია "სან სიროზე" პირველ ეტაპს დახურავს და საქართველოში გამოემგზავრება

alt"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თემასთან რა შუაშია და ფერარაზე სულ ის მახსენდება იუვეს მწვრთნელობის დროს არ ვიცი რა გააკეთა ასეთი მარა ქართული სპორტული გაზეთი იყო მგონი სპორტინფო მანდ პირველ გვერდზე დიდი ასოებით დაწერეს "ჩირო-შე სირო"
აკო
10:39 18-09-2022
0
ვერ ხვდებით, რომ აკნინებთ ხვიჩას. არავისაც არა ჰგავს, არის ხვიჩა კვარაცხელია და თავის კვალს დატოვებს როგორც ხვიჩა კვარაცხელია.
ზაქრო
10:27 18-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული