დებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა - მისმა ახალმა გუნდმა „ბორდომ“ მეცხრე ტურში სახლში 2:1 სძლია „დიჟონს“.

"ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიომმა გუშინ თქვა, რომ ქართველის დიდი იმედი აქვთ და დავითაშვილმა გაგვახარა. ის ძალიან აქტიური იყო და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჟირონდული გუნდი ამ მომენტისთვის 17 ქულით ლიდერია და 3 ოქტომბერს სტუმრად „ლავალს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ ატლანტიკი“
ბორდო - დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 მაია (8, პენ), 1:1 ლე ბიჰანი (71), 2:1 დავითაშვილი (87)

მკითხველის კომენტარები / 54 /
როგორ ხვდებოდა ქეცბაიასთან ამდენი ქართველი საინტერესოა კვიპროსი აკვირდებოდა მარტო ქართველ მოთამაშეებს? და ქეცბაიას არ აქტიურობდა ხომ?ან სანიოლმა არ იაქტიურა ხომ ზურიკოზე?გული გულობდესო და ყველაფერი შეიძლება
ზვიადი
03:37 19-09-2022
0
ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ
თენგო
12:13 18-09-2022
0

სიახლეები პოპულარული