საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა - მისმა ახალმა გუნდმა „ბორდომ“ მეცხრე ტურში სახლში 2:1 სძლია „დიჟონს“.
"ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიომმა გუშინ თქვა, რომ ქართველის დიდი იმედი აქვთ და დავითაშვილმა გაგვახარა. ის ძალიან აქტიური იყო და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჟირონდული გუნდი ამ მომენტისთვის 17 ქულით ლიდერია და 3 ოქტომბერს სტუმრად „ლავალს“ დაუპირისპირდება.
ბორდო. „მატმიუტ ატლანტიკი“
ბორდო - დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 მაია (8, პენ), 1:1 ლე ბიჰანი (71), 2:1 დავითაშვილი (87)