გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
მოდი პოლიტიკა მოვაცილოთ. სპორტული თვალსაზრისით არ უნდა დარჩენილიყავი მაგ ნიჭის პატრონი
რაბუ
18 სექტემბერი 2022 21:33
0
ბიჭო რა გჭირთ, ფეხბურთის დედაც და ყველაფრისაც, როცა ახალგაზრდა ბიჭები ეწირებიან და სისხლს ღვრიან ქვეყნისთვის ამორალობაა რუსულ კლუბში თამაში, იმ ქვეყანაში სადაც ყველა შენი თანაგუნდელი უკრაინაში ქალების გაუპატიურებას და ბავშვების მკვლელობას გულშემატკივრობს, რა მიღწევებზე და კარიერაზეა ამის მერე ლაპარაკი, თანაც თავისი ნიჭიდან გამომდინარე ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო წარმატების მიღწევა რუსეთის გარეშეც, ზაზა ჯანაშიას განცხადება არის სირცხვილი და ქვეყნის შეურაცხყოფა...
ვენეციის კომისია
18 სექტემბერი 2022 18:52
13
არ დაბლოკოთ,სვანაძე ნაცების ზონდერია თუ რა არის? როგორ შეიძლება ფეხბურთელზე ასე ისაუბრო საჯაროდ
simartle
18 სექტემბერი 2022 18:50
27
ვისაც გულწრფელად არ გვინდა ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობდნენ, ყველა ნაცები ვართ??
დარწმუნებული ვარ არც თქვენ გინდათ, მაგრამ სხვა ადამიანების დაყოფა და ნაცებად მოხსენიება მოგწონთ.
ჯანსაღი პოზიციაა, რომ არ გვინდოდეს ჩვენი ფეხბურთელების ოკუპანტებთან თამაში და ამისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ და არ უნდა ვილანძღოთ.
სვანაძეს არავინ ულანძღია, პოზიცია დააფიქსირა და სწორია რაც თქვა.
ყველა ნაცი ხომ არაა ვისაც რუსეთი არ უნდა. გავგიჟდი რა ;)
!!
18 სექტემბერი 2022 19:23
3
ლუკა ქართული ფეხბურთის მომავალია თავისი პოტენციალით. ამიტომ ყველაფერი მისარებია რაც მის განვითარებას და პოტენციალის განხორციელებას ხელს შეუწყობს. წერტილი. მაგის ინტერვიუს მოვუსმინე და საღად მსჯელობდა, ამიტომ მგონია რომ მოსკ. დინ.-ში დარჩენის არჩევანი სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს.
გიორგი
18 სექტემბერი 2022 18:30
20
Წადი შენი სახელიც იკითხე და ჯანაშიასიც!მე მინახი 50.000 კაცი როგორ სკანდირებდა ზაზას.ცხოვრებაში შენთვის ვინმეს ტაში დაუკრავს?
უცნობი-ს
18 სექტემბერი 2022 17:35
22
ჯანაშიას ევროპაში რომ ეთამაშა უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა,თუ მაგდენს ვერ ხვდება უტვინო ყოფილა.უეფას ეგ კანონი რომ გაეცა ხვჩა რუბინში ჩარჩებოდა კაი ხნით
უცნობი
18 სექტემბერი 2022 17:02
9
გაგნიძის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა, ვერც ერთი ნორმალური ტრანსფერი ვერ განახორციელა და ესეც ჩატოვა ჭაობში,მაგრამ მე მაგაზე
არ ვიდარდებ,იდარდონ მისმა მშობლებმა, როგორც ჩანს მოსწონთ მანდ ყოფნა, გაგნიძესაც მოსწონს რუსეთი ხშირად უთქვია ინტერვიუებში და მშვიდობაში შეარგოს!!!!
!!!
18 სექტემბერი 2022 16:45
5
გაგნიძე ქართული ფეხბურთის მომავალია. თუ არ გადარდებს, აბა რას აკეთებ აქ?
გიორგი
18 სექტემბერი 2022 18:23
9
გაგნიძე ამორალურს არაფერს აკეთებს. თუნდაც თალიბების ჩემპიონატში ეთამაშა. არავის არ კითხავს სპორტით ადამიანი რომელ ქვეყანაში დაკავდება. ურა პატრიოტებმა კაშიამ გარყვნილი ხალხის სამკლაური რომ გაიკეთა მაშინ ჩუმად იქნებოდით. თურმე ესეიგი ამორალური გარყვნილი ხალხის სამკლაურის გაკეთება არის ადამიანის პირადი არჩევანი მაგრამ ეს არა.
!!
18 სექტემბერი 2022 16:38
19
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,მე ვიყავი პირველი,ვინც დაგმო კაშიას საქციელი და მოვითხოვე მისგან,ეღიარებინა შეცდომა.მანამდე კი,ნაკრების თამაშზე არ დავედწრები მეთქი და ჩემდა საზარალოდ,ამ პირობას ვასრულებ.მეორე მხრივ,ძალიან დიდი სხვაობაა,უზნეობასა და მკვლელობას შორის.დღეს რუსეთი დამნაშავე სახელმწიფოა და საკუთარი სურვილით იქ ყოფნის სურვილის გაფორმება,ჩემთვის კოლაბორაციას ნიშნავს.სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს,მაგრამ ეს ცივილური პოლიტიკის დროს.ომი კი,მით უფრო ასეთი ომი,ყოველგვარი ცივილიზაციის ფარგლებს სცდება და არც იმის ნიშნებია,რომ შეწყვეტას,ან ომის წესების დაცვას აპირებენ.მეზიზღებიან ნაცები,მაგრამ ვერც იმას დავუჭერ მხარს,მკვლელ ქვეყანასთან ისე ჩახუტებული იყო,თითქოს ანგელოზებთან თანამშრომლობდე.დარჩენილიყო,თუნდაც კონტრაქტის დამთავრებამდე.თვითონ რუსებსაც კარგად ესმით,მდგომარეობა და დიდ პროტესტს არ გამოთქვამდნენ.მან კი კონტრაქტის გაგრძელება ირჩია და ეს მისი არჩევანია.მე შემიძლია მივიღო ან არ მივიღო მისი გადაწყვეტილება და არ ვიღებ.ვერ მივიღებ!მისი აგენტი,ლილუაშვილიაო,არა?მის გარეშეც არ დაიდებოდა ეს კონტრაქტი და მაგასაც გაგნიძეს მივაყოლებ.სწორი რჩევა,პირველ რიგში მას უნდა მიეცა.მიიღოს თუ სურს,რუსეთის მოქალაქეობა და ითამაშოს მათი სახელით,როცა დაუშვებენ.ვინც უნდა იყო,ჯერ წესიერი კაცი უნდა იყო და მერე სხვა ყველაფერი.მისი საქციელი კი,წესიერი კაცის საქციელად ვერ ჩაითვლება.ზაზა ჯანაშიას სახელს,50 000 კაცი სკანდირებდაო.მართლაც ასე იყო,მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ,გაცილებით მეტი დასცინოდა და უტვინოს ეძახდა.საფეხბურთო და გონებრივ უნარებს შორის,ძალიან დიდი სხვაობა ჰქონდა და ჯერაც არაფერი შეცვლილა.ამიტომაც დაასრულა, ნაადრევად, კარიერა.
სოსო
18 სექტემბერი 2022 21:48
2
რა ქნა ზახარიანმა გადავიდა მოსკოვის დინამოდან,ბარსელონაში ან ჩელსიში? ეგ ელოდება გაგნიძესაც!
გიორგი
18 სექტემბერი 2022 16:30
4
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"
ოტია იოსელიანი
18 სექტემბერი 2022 16:02
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული