"ზურიკოსგან ეს ყველამ დავინახეთ... გეტყვით, მასში განსაკუთრებულად რა მომეწონა" - "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში ზურიკო დავითაშვილის "ბორდმომ" "დიჟონს" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია.

მოგეხსენებათ, ჩვენებურს ჟირონდელთა რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და 21 წლის შემტევმა თავის გუნდს 87-ე წუთზე ლამაზი გოლით მოაგებინა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკოს შესახებ ისაუბრა:

"ყველამ დაინახეთ, რომ მას გამოცდილება აქვს. ქართველმა რამდენიმე სეზონი მაღალ დონეზე უკვე იასპარეზა. დავითაშვილი ასევე ეროვნული ნაკრების წევრია და საერთაშორისო შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

ვფიქრობ, მატჩის ბოლოსკენ ის ცოტა დაღლილი იყო, მაგრამ საგოლე დარტყმის მომენტში ფეხი არ აუკანკალდა... დავითაშვილმა იცოდა
რასაც აკეთებდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ზურიკოს მსგავსი მოთამაშე შეტევაში უფრო მეტ ეფექტურობასა და სიზუსტეს გვმატებს... მისი დამატება "ბორდოსთვის" შესანიშნავი შევსებაა.

იცით, რა მომეწონა განსაკუთრებით დავითაშვილში? - მისი ხასიათი... მას მატჩის დასაწყისშივე შეექმნა კარგი მომენტი და გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარემ შესანიშნავი სეივი შასრულა, მაგრამ ის არ დანებდა...

ზურიკო ის ბიჭია, რომელიც შეტევაში მეტ შანსებს ქმნის და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - ამბობს გიონი.

altდებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზურას თამაშს სულ ვაკვირდებოდი, ჯერ რუბინში, მერე როტორში, ბათუმში, ნაკრებში, მისი გვერდიდან შესვლები როგორ იხვეწებოდა დროსთან ერთად, ეს მხოლოდ შრომის შედეგად მოდის, ეს გატანილი გოლიც უდიდესი შრომის შედეგია. ჯერ 21 წლისაა, მთელი კარიერა წინა აქვს, დიდი ძალაა ჩვენი ნაკრებისთვის, თქვენ ისტორია უნდა დაწეროთ ბიჭებო, ასე მგონია ახალმა თაობამ ეს კარგად იცის, გააგრძელე პროგრესი ზურა და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებ და ნაკრებსაც უპრობლემოდ გაიყვანთ დიდ ტურნირებზე.
1
როგორც ვიცი გმოსყიდვის უფლებით არის ხო ზურიკო ბორდოში? კარგი იქნება ბორდომ ეს გააკეთოს რადგან მომავალ წელს ლიგა ერთში იქნებიან აუცილებლად.
აკო
16:19 18-09-2022
0

სიახლეები პოპულარული