სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლი" "მილანს" სტუმრად ამარცხებს.
"პარტენოპეის" შემადგენლობაში ხვიჩა ტრადიციულად კარგად გამოიყურება, ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში სიმონ კიაერსა და დავიდე კალაბრიას ყვითელი ბარათი მიაღებინა.
მატჩის 55-ე წუთზე კი "კვარამ" სერჟინიო დესტი მოატყა, ამერიკელ მცველს კი არაფერი ჰქონდა დარჩენილი გარდა თამაშის წესების დარღვევისა.
მე-60 წუთისთვის "ნაპოლი" "როსონერის" პოლიტანოს ზუსტი თერთმეტმეტრიანით ამარცხებს.