კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
კვარაცხელია:კიდე ავკიდე პენალი
სპალეტი: გაგიჭირდებოდა
:))))
ხუმრობა იქეთ იყოს რო ძირითად მცველს აკიდა ყვითელი და გამოაცხო პენალი,ფაქტიურად გადაწყვიტა თამაშის ბედი! ყოჩაღ ჩვენს ბრილიანტ ბიჭს,ვულოცავ კიდევ ერთ წარმატებულ თამაშს!!! წარმატებები,უფალი გფარავდეს
ქართველი გულშემატკივარი
19 სექტემბერი 2022 00:55
0
დისლაიქერები დამწკრივდით კიდე....
mirosan
19 სექტემბერი 2022 14:57
0
სპალეტის ტვლიპინა დდშვცი მეეე... ეგ დაუნახავი და მარიო რუისაც ზედ კიდე ;((((
mirosan
19 სექტემბერი 2022 01:28
22
მომხრე ვარ კალათბურთის ერთი წესი შემოიღონ,ვისზეც დაჯარიმდება ფეხბურთელი პენალტი იმან დაარტყას. ))მიუხედავად გოლისა პოლეტანომ ცუდად დაარტყა პენალტი. (ამას შურით არ ვამბობ).თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ხვიჩა დღეს დრიბლინგებით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ პენალტი და 2 ყვითელიც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
დავით 67
19 სექტემბერი 2022 00:54
3
ბოდიში 3 ყვითელი
დავით67
19 სექტემბერი 2022 01:22
0
კვარაცხელია ძალიან კარგი იყო, აიძულა პიოლის ნახევარი დაცვის გამოცვლა, რასაც ის პენალი მოყვა და გარდატეხა შეძლო თამაში შესაბამისაც. თუმცა ძალიან გაუმართლა ნაპოლის, მილანი ბევრად უკეთესი გუნდი იყო.
zak
19 სექტემბერი 2022 00:51
1
ნახევარდაცვა ჰყავთ ჯოგი და იმიტო
mirosan
19 სექტემბერი 2022 01:29
0
ოქროს ბიჭია ეს და მადლობა მას ასე რომ გვახარებს თავისი ჩინებული თამაშით.არ გაჩერდე კვარა სულ შრომაში და მეტ გამარჯვებებში იყავი!
გეგი
19 სექტემბერი 2022 00:50
0
რის მილანი, რა მილანი
muro
19 სექტემბერი 2022 00:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული