52-ე წუთზე ხვიჩას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია. მანამ, სანამ მატჩის მთავარი არბიტრი VAR-ზე ეპიზოდს გადაამოწმებდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ხვიჩასა და რადე კრუნიჩს შორის პატარა სიტყვიერი შეკამათება მოხდა, გუნდებმა კი ფეხბურთელების დაშოშმინება მალევე მოახერხეს. გამოსარჩევია ზამბო ანგისასა და ოლივიე ჟირუს კარგი საქციელი, როდესაც უმალ მივიდნენ და სიტუაციის ჩაცხრომისკენ მოუწოდეს თანაგუნდელებს.
სანაკრებო პაუზის წინ "ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოსთან" გამართავს. მანამდე კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და 23 (ჩრდ. მაკედონიასთან) და 26 (გიბრალტართან) სექტემბერს 2 მატჩს გამართავს.
არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მილანელები ცოტა ქედმაღლურად იქცეოდნენ მოედანზე და როცა უჭირდათ ეგრევე უხეშობდნენ, მსაჯმაც - მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე - ბევრჯერ "დახუჭა თვალი" მათ დარღვევებზე. ცოტა დაიცადეთ და "კვარა გასწავლით ჭკვას"!