"მილანთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მცველმა ხუან ხესუსმა შეაქო. ის Dazn-ის ეთერში პირადი ინიციატივით ჩაერთო და შემდეგი თქვა:
"კვარაცხელია მოვლენაა, რომელიც მოედანზე დროს მხიარულად ატარებს. მე მას ყოველთვის ვეუბნები, რომ მეტოქეს შეუტიოს და იხალისოს, რათა ბურთით დრიბლინგი წამოიწყოს და ყველაფრის კარგად გაკეთება გააგრძელოს".
კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]
სიტყვიერი დაპირისპირება ხვიჩასა და კრუნიჩს შორის, ქართველი იტალიის დაპყრობას განაგრძობს [VIDEO]