კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
სტატიაში ცოტა გაუგებრად წერია და შესაძლოა მკითხველმა შეცდომით გაიგოს....სინამდვილეში ეს წაუგებელი მატჩების სერია,ნაპოლისთან კი არა,ზოგადად მილანის ბოლო თამაშების სტატისტიკაა.ნაპოლისთან კი,უცნაურია,თუმცა ნაპოლიმ,მილანში ეს უკვე ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა.არადა ნეაპოლში,ბოლო ორი შეხვედრა აქვს წაგებული.ამ თამაშზე კი რა უნდა ვთქვათ?უბრალოდ ბრავო!მთელ გუნდს.მგონი ყველამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა,მოედანზე დატოვეს ყველაფერი და შესძლეს გამარჯვების გამოგლეჯვა.
არ ვარ იუვენტუსის გულშემატკივარი,მაგრამ მიმაჩნია,რომ ბოლო ორ ტურში მსაჯებმა,უბრალოდ გადაუარეს და ისედაც კრიზისში მყოფი გუნდის მდგომარეობა,კიდევ უფრო დაამძიმეს.მიმაჩნია,რომ დი მარიას,პირდაპირ საწითლე,არაფერი გაუკეთებია და წინა თამაში რაც გაუკეთეს,ეგეც ხომ საარაკო უსამართლობა იყო.
სოსო
15:57 19-09-2022
0
მოდი ასე შევჯერდეთ
სპალეტის ვაცადოთ, ვენდოთ.
ეგ კაცი კვარასგან ბევრად ძლიერ მოთამაშეს შექმნის.
თენგო
15:54 19-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული