ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ კარგ შეხვედრას ლეგენდარული არიგო საკი გამოეხმაურა.
"მილანის" ყოფილმა თავკაცმა გუშინდელი შეხვედრის და მათ შორის, ხვიჩას შესახებ ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, ქართველის წინააღმდეგ თამაში ყველა მცველისთვის განსაკუთრებულად რთულია.
"ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის სახიფათოა. მცველები იძულებულნი არიან მაქსიმალურად დაიხარჯონ, როდესაც მის წინააღმდეგ უწევთ თამაში. კიაერიც და კალაბრიაც სწორედ ქართველის ოსტატური თამაშის შემდეგ იქნენ გაფრთხილებულნი", - განაცხადა საკიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.
რატომ იჩხუბა კვარაცხელიამ კრუნიჩთან? [VIDEO]
მეოცნებე ბიჭი, რომელმაც ნეაპოლს თავი შეაყვარა - ხვიჩას გზა დიდ წარმატებამდე [VIDEO]
"დიდებული ფეხბურთელია" - რა თქვა პიოლიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე