"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ბათუმის "დინამოდან" იჯარის წესით ფრანგულ "ბორდოს" შეუერთდა.

ქართველს საფრანგეთის ლიგა 2-ში წარმატებული დებიუტიც გამოუვიდა და მე-9 ტურში "დიჟონის" წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო.

გუშინ "ბორდოს" ოფიციალურმა "ფეისბუქგვერდმა" 21 წლის ფეხბურთელთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"ჩემს ქვეყანაში "ბორდო" ყველასთვის კარგად ნაცნობი გუნდია. საფრანგეთის ჩემპიონატს თვალყურს ხშირად ვადევნებდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ გადმოსვლა. კლუბის შესახებ ბევრი რამ მსმენია, მაგალითად, ჟირონდელები 6-ჯერ გახდნენ ლიგა 1-ის გამარჯვებულები. ვიცი, რომ ამ გუნდის მაისურს ზინედინ ზიდანიც ირგებდა.

თამაში ორივე ფლანგზე შემიძლია,
ასევე - ფორვარდის უკანაც. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, თუმცა სიმართლეა, რომ მარცხენა გარემარბად თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებს.

აქაური პირობები ძალიან მომწონს, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. თანაგუნდელები მოედანზეც და მის მიღმაც ძალიან მეხმარებიან, რადგან ჯერჯერობით ფრანგულ ენას კარგად ვერ ვფლობ და რაღაცები არ მესმის. ფრანგულის შესწავლას აუცილებლად ვაპირებ.

ჩემი მთავარი მიზანი კარგი თამაში, გულშემატკივრების გახარება და გუნდის ლიგა 1-ში დაბრუნებაა, ამისთვის ყველაფერს გავიღებ. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და ბოლომდე დახარჯვას ვაპირებ" - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ახლა ზურიკო საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებას გადის და ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ეროვნული გუნდი 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარს დაუპირისპირდება.

alt"ზურიკომ გუნდს გამარჯვება მოუტანა, მასზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ" - "ბორდოს" ყოფილი ნახევარმცველი დავითაშვილზე საუბრობს

alt"ზურიკოსგან ეს ყველამ დავინახეთ... გეტყვით, მასში განსაკუთრებულად რა მომეწონა" - "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა



მკითხველის კომენტარები / 5 /
მოქოქვას აგვიანებს რაღაც
თენგო
15 აპრილი 2023 08:58
0
კარგი ბიჭია.წარმატებული იქნება. შრომა არ ეზარება
მამუკა
22 სექტემბერი 2022 14:20
0
ჰე სქან გოლუაფირო,მიღუნა სქანჲ იმენდჲ✊❤️❤️
emigrant
22 სექტემბერი 2022 12:59
12
ბიჭო რატო ხართ ეგეთი შოვინისტები? ხო ხედავ რომ სახალხო საიტია, სტატიები იდება ერთ ენაზე,რახან კომენტარს წერ, ესეიგი წაკითხულიც გაქ და იცი ეს ენა, დაწერე რა ქართულად სხვამაც რომ წავიკითხოთ. დავითიშვილი რომ მეგრელი იყოს,კიდე გავიგებდი ,მარა ვაბშე რა შუაშია აქ მეგრული? სადმე ორღობის ბირჟააა? რამეს ვიტყვით და გწყინთ კიდე !
დავითი
22 სექტემბერი 2022 17:07
1
მიხარია თქვენი, სუყველას წარმატება. ,,ბორდოს,, გულშემატკივარი გამხადეთ.
100%
22 სექტემბერი 2022 12:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული