"უფლება, რომ ჰქონდეთ, "კვარას" იტალიის ნაკრებში გამოიძახებდნენ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს და ქართველ ლეგენდებს იხსენებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უცხოურ პრესაში კვლავ ბევრს წერენ.

ამჯერად "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისისა და "კვარას" შესახებ ვრცელ სტატიას Theneweuropean.com-ის ჟურნალისტი რობ ჰიუზი აქვეყნებს.

"ერთ დროს შესაძლოა ყველას მიაჩნდა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მხოლოდ რეჟისორი იყო და ხელოვნების სფეროს ემსახურებოდა, თუმცა კლუბი, რომელიც იტალიელმა გაკოტრებისგან იხსნა, კვირას "სან სიროზე" "მილანს" სძლია, სერია A-ში იმავე დღეს ოთხივე იტალიური გრანდი - "მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი" და "რომა" დამარცხდნენ, მსგავსი შემთხვევა 1955 წლის შემდეგ არ მომხდარა.

"ნაპოლიში" ისტორიული ცვლილებები მიმდინარეობს, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური
ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლივერპული" 4:1 გაანადგურა და იტალიის ჩემპიონატს დაუმარცხებლის რანგში ლიდერობს.

"პარტენოპეის" წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ლუჩანო სპალეტია, ტოსკანელი სპეციალისტი, რომელიც "ცისტერციანელი ბერივით მელოტია", მაგრამ ვულკანური, როგორც ვეზუვის მთა. იტალიელს ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც მის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებენ და პრეზიდენტი, რომელიც კლუბის საქმეებში ბოლომდე ჩართულია. აურელიო დე ლაურენტისი რომში, კინოპროდიუსერების ოჯახში დაიბადა, 2004 წელს კი მესამე ლიგაში დაქვეითებული "ნაპოლი" შეიძინა.

აურელიოს რიგი საკითხების მიმართ ხშირად აქვს მკაფიო, უხეში შეხედულებები. იგი ფეხბურთს შოუბიზნესის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევს.

"თუ მაძონი (ალეხანდრო მაძონი, საფეხბურთო აგენტი) სისულელეების საუბარს დაიწყებს, მე მას ყვ****ბს მოვაჭრი".

"რეჟისორი" ზოგჯერ მოთამაშეთა უფლებებს არღვევს. მაგალითად, შუა სეზონში ფეხბურთელებს აფრიკის თასზე ან სამხრეთამერიკულ ტურნეებში წასვლის საშუალებას არ აძლევს. ერთხელ ლიონელ მესის კრეტინიც კი უწოდა. იმისათვის, რომ გუნდის ლიდერები პრემიერლიგის კლუბებში არ წასულიყვნენ, მათ ასეთი რამ უთხრა:

"ბიჭებო, თქვენ უნდა გესმოდეთ, ინგლისელები ცუდად ცხოვრობენ, უგემური საკვებით იკვებებიან და მათი ქალები სასქესო ორგანოებს არ ისუფთავებენ".

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეის" რიგები ბევრმა გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა, მათ სანაცვლოდ კი დაიმატეს: კიმ მინ-ჯაე, ზამბო ანგისა და ხვიჩა კვარაცხელია. ბევრ ნეაპოლელს მისი გვარის წარმოთქმა უჭირს, თუმცა ქართველს სიამოვნებით უწოდებენ "კვარას" ან თუნდაც "კვარადონას".

ხვიჩა მაღალი და გამხდარია, დიეგო მარადონას თითქმის არაფრით ჰგავს. კვარაცხელია ცნობილი კლუბის, თბილისის "დინამოს" აღზრდილია, რომელმაც ერთ დროს საბჭოთა კავშირს არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აჩუქა: დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, შოთა არველაძე.

ქართველი სულ რაღაც 21 წლისაა, თამაშობს მარცხენა ფლანგზე, თუმცა მაგიური მარჯვენა ფეხი აქვს. ამის შესახებ "ლივერპულისა" და "რეინჯერსის" გულშემატკივრებს უკვე კარგად მოეხსენებათ. "ნაპოლის" მისი შეძენა სულ რაღაც 13.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ჩვენ ნიჭის ზეიმს, ახალი ყვავილის გაფურჩქვნას ვადევნებთ თვალყურს. ამაში "მილანთან" თამაშის დროსაც დავრწმუნდით, როდესაც პირველ ნახევარში "როსონერის" 2 გამოცდილ მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა, არც ეს იკმარა და შეცვლაზე შემოსულ სერჟინიო დესტს წესები დაარღვევინა, გუნდს კი გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანი მოუპოვა.

მას საფეხბურთო არსენალში ყველაფერი აქვს, ბალანსი, სიმამაცე და გამორჩეული ტექნიკური მონაცემები. როგორ შეძლო "პარტენოპეიმ" ქართველის ასე იაფად შეძენა, როდესაც თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში სკაუტების მთელი არმია მოღვაწეობს?

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის მატჩებისთვის "ნაპოლიდან" 5 ფეხბურთელი გამოიძახა. უფლება რომ ჰქონდეს, მეექვსეს - ხვიჩა კვარაცხელიასაც აუცილებლად უხმობდა" - წერს ჰიუზი.

altქართველი ბიჭი, რომელმაც იმედგაცრუებული ხალხი მოედანზე დააბრუნა - ხვიჩას გზა წარმატებამდე [VIDEO]

alt"ხვიჩა რამდენიმე თვის წინ "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოს იყო, ცნობილია შუამავალიც" - როგორ ვერ გახდა "კვარა" "მამარდას" თანაგუნდელი




მკითხველის კომენტარები / 10 /
არადა იძახდნენ მაგაზე უკეთესი იტალიელები გვყავსო. თავიდან როცა ხვიჩას გადასვლაზე დაიწყო ლაპარაკი. მაგას მართლა იტალიელები წერდნენ თუ რუსების ტროლები კიდე გასარკვევია მაგრამ მაინც. ჯერ კიდევ ლოკომოტივში ყოფნისას ამბობდნენ ხვიჩაზე ვიღაცეები სხვებიც გვყავს ეგეთებიო აკადემიაში.
xs
23 სექტემბერი 2022 00:16
0
ისე, ჩვენში დარჩეს და მაგარი სუსტი კია ამ ფორმაციის იტალიის ნაკრები!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 20:44
0
კიეზა ყავთ ძალიან კარგი
უვიცი
23 სექტემბერი 2022 10:28
0
არამარტო გამოიძახებდა ნაკრების შეტევა მასზე აეწყობოდა. რა რა და დღევანდელ იტალიის ნაკრებს ისე აკლია კვარასნაირი კრეატივის მქონე ფეთქებადი შემტევი აგერ მაკედონიამ პლეიოფიდან დაითხოვა და სკუადრა აძურა მუნდიალს მიღმა დატოვა. წამყვან იტალიურ კლუბებში თითზე ჩამოსათვლელია ძირითადის შემტევი იტალიელი ფეხბურთელი ფაქტი სახეზეა. ისე მანჩინის რომ კვარა ყავდეს შეტევის ხაზი ასეთი იქნებოდა კვარა კიეზა ძანიოლო ფორვარდად კინი ან (სკამაჩა)
Charley
22 სექტემბერი 2022 20:30
0
იტალიის ნაკრებშინკი არა ყველა ნაკრებში გამოიძახებდნენ მაგრამ ყველას უარს ეტყოდა ის უბრალოდ ჩვენი სამშობლოს ერტგული მარგალიტია
ემიგრანტი
22 სექტემბერი 2022 20:04
1
Adrec vtkvi neapolelebo ijekit tribynebze da datkbit xvichas tamashis kytebit tkveni ki ykve mtel evropashi shyrtimitom rom mat ara hkavt xvichasnairi
Zaza
22 სექტემბერი 2022 19:04
0
რა 13.5 მილიონი ფუნტი ? ეტყობა მაგათმა ადრე რომ გაიგეს ვესტ ჰემი და ტოტენჰემი რომ სთავაზოდნენ რუბინის შეფს(იდიოტს) 13.5 მილიონ ფუნტს ის ახსოვთ და ეხლაც გონიათ რომ მაგ ფასად იყიდა ნაპოლიმ DD საინტერესოა 8.5 მილიონზე(სინამდვილეში რამდენადაც იყიდეს) რას იტყოდნენ ? D
zura222
22 სექტემბერი 2022 16:38
1
რას იტყოდნენ და ჩარჩ ვაჭრებივით გააცურეს ბათუმის დინამოს პატრონები და კაპიკებში დასტყუეს,ბაჯაღლო ოქროს სამკაულიო.
სოსო
22 სექტემბერი 2022 21:16
0
ეტყობა ახალი სტატიაა და ევროს კურსიდან გამომდინარე ითვლის
ანზ
22 სექტემბერი 2022 19:05
0
ტვენი შეჭამეს რა ხან ხარვეზები აქვსო ხან ნაკრებში გამოვიძახებდითო. აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში. ხელს ნუ უშლით და ნუ ეცდებით მისი თამაშის შეცვლას. უყურეთ და დატკბით.
ლომი
22 სექტემბერი 2022 16:21
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული