"ხვალ ელმასმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი " - ჩრდილომაკედონიური მედია ხვალინდელ შეხვედრაზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 23 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.

მაკედონიური გამოცემა Sportmedia.mk მატჩის შესახებ წერს და შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის პაექრობას ასახელებს.

"ელიფ ელმასი მრავალი წელია, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერია, "ბრილიანტი", რომელიც კიდევ მრავალი წელი გაიბრწყინებს. "ნაპოლის" შემტევმა კარგად იცის, რომ გუნდს გამარჯვებისკენ წინ უნდა გაუძღვეს. შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის.

ამის მიზეზი ხვალინდელი მეტოქისა და "პარტენოპეის" ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი ჯერ მხოლოდ
21 წლისაა და ამ სეზონში 7 საგოლე ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. "ნაპოლის" მარცხენა ფრთაზე სწორედ ქართველი თამაშობს და ელმასი მისი შემცვლელის როლს ირგებს. ელიფის ხარისხი და პოტენციალი იმ მცირე წუთებს არ შეესაბამება, რასაც ლუჩანო სპალეტი აძლევს.

მაგრამ მოცემულობას უნდა შეეგუოს და სიტუაციასთან გამკლავება ისწავლოს. ხვალინდელი მატჩი მისთვის საპასუხო შანსია. ელმასი ჩვენი "პირველი ვიოლინოა". მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი.

შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

alt"უფლება, რომ ჰქონდეთ, "კვარას" იტალიის ნაკრებში გამოიძახებდნენ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს და ქართველ ლეგენდებს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
გამოდის, სერია A-ს ჟურნალისტებმაც დაჩაგრეს აგვისტოში ელმასი)))
magaria
22 სექტემბერი 2022 20:42
1
წარმატებები სულ საქართველოს
,,,,
22 სექტემბერი 2022 20:36
0
ელმასი კვარას ნახევარიც არ არის და მაგიტომაც ზის ნაპოლში სკამზე, სპალეტის არაფერი ეშლება,მაკედონია უნდა დავამარცხოთ,მაგრამ ზემოდან ყურება არ არის საჭირო, მოედანზე რაც შეიძლება ბევრი მოძრაობა და ბურთის კონტროლი, მაკედონია ამას ვერ გაუძლებს დარწმუნებული ვარ. წარმატებები ნაკრებს.
qomagi
22 სექტემბერი 2022 20:32
0
ელმასი კარგია,მაგრამ კვარა უკეთესი,ამაშია საქმე.
კაკო
22 სექტემბერი 2022 19:52
1
მე ხვალ 10:0-ს ველი! მაგრამ ჩვენს ბიჭებს არ უთხრათ!
aburjga
22 სექტემბერი 2022 19:44
5
ხვიჩამდე ხო რასამბობთ :))))
beqa
22 სექტემბერი 2022 19:39
1
საქმეს პროფესიულად უნდა მიუდგნენ ბიჭები. სწორედ ეს პროვოკაციებია ზოგ შემთხვევაში დამღუპველი!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 19:37
0
და რა არის გასაკვირი ამაში? ხვიჩა რომ იყოს ელმასის ზამენა ჩვენ არ გავამხნევებდით აქედან? თუმცა პირიქით, ჩვენ დავცინებდით, რანდენი იძახდა აქ სკამს გახეხავსო და რამდენს გაუხარდებოდა ვინ იცის.
თურმე გაუკვირდათ თავისი ქვეყნის პრესა რომ ამხნევებს ფეხბურთელს. ჩვენთან იშვიათია და იმიტომ :)
!!
22 სექტემბერი 2022 19:04
2
ელმასი რომ ისეთი მოვლენა იყოს როგორიც ხვიჩა და ისეთ ამბებს ატრიალებდეს ესეთი აღიარება ქონდეს, შურით ტ----- ზე არ გავსკდებოდით და მაგხელა პრეტენზიები არ გვექნებოდა. ხვიჩა უწყობს კარიერას მაგ ელმასს და კიდე ბევრს ნაპოლიში და მადობელი იყვნენ
Qartveli.
22 სექტემბერი 2022 22:24
0
სწორედ შენიშნე. ამხნევებენ თავისიანს. არაა ცუდი მოთამაშე. გაიხსენეთ იმ ფინალში მთავარი ფიგურა იყო. გოლი მან შექმნა. მაგრამ ახლა ეს წარსულია. რომ არა ხვიჩა ათამაშებდა ალბათ სპალეტი. მაგრამ ბევრი უკლია ხვიჩამდე
ვანჩოპე
22 სექტემბერი 2022 21:14
0
ეგ ფრთხილად იყოს უნიტაზს ნიკაპი არ ჩამოარტყას...
ვენეციის კომისია
22 სექტემბერი 2022 18:56
3
ესენი მგონი რუსებზე უარესები არიან, სკოპიეში 3:0 რომ მოგარჭვეთ, ის არ გეყოთ დასამტკიცებლად, ელმასი ჯობია თუ კვარა? ესენი რა უჯიშოები არიან?...
ამათი...
22 სექტემბერი 2022 18:52
4
Skopiemdec gaixsene zma makedonia elmasi iyo zustad im gundshi samwuxarod xvica ar tamashobda
0-1
22 სექტემბერი 2022 21:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული