საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის (2:0) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მიმართა:
"გილოცავთ მოგებას, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, წინ დიდი გამარჯვებებისკენ, აბა თქვენ იცით".
შეგახსენებთ, ქართველების შემადგენლობიდან ხვიჩამ გოლი გაიტანა და მაკედონიელს საკუთარ კარში გაატანინა.