"არ გამიკვირდება, თუ მალე სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ" - კრისტიან ძაკარდოს ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიანო ძაკარდომ Corriere Della Serra-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართული ფეხბურთის წარმატების შესახებ ისაუბრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, არ გამორიცხავს, რომ სერია A-ში ქართველი ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდოს

მას შემდეგ, რაც "პარმას" ფეხბურთელის რანგში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, საკუთარ თავში ფარული ნიჭი აღმოაჩინა და დღეს საფეხბურთო სამყაროში შუამავლის, აგენტის როლს ასრულებს. უფრო მეტ დროს ატარებს საქართველოში, ვიდრე იტალიაში. ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის ოქრო გახდა, "აძურის" გულშემატკივრები სწორედ ძაკარდოს უნდა უმადლოდნენ.

"ხვიჩას ტრანსფერში
შუამავლის სახით, ჩემი წვლილი შევიტანე, რაც შეეხება დანარჩენს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მოთამაშის გარემოცვასთან კარგი ურთიერთობა დაამყარეს და ოპერატიულად იმოქმედეს.

"კვარას" რამდენიმე წელია ვიცნობ, მე ვიყავი პირველი, ვინც მას ევროპაში გადასვლა შევთავაზე, ზუსტად ვიცოდი, რომ თავიდანვე ხმაურიანად დაიწყებდა, ახლა კი ვთვლი, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მას აქვს დიდი ნიჭი, მაგრამ აქვს უნარი, საკუთარი თავისთვის ნათელი მომავალი შეიქმნას, ვგულისხმობ სწორ მენტალიტეტს, რაც ალბათ, ყველაზე მთავარია.

"ახლაც საქართველოში ვიმყოფები, ვნახე მათი ეროვნული ნაკრების თამაში, საერთოდ არ გამიკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ, ეს ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება" - განაცხადა ძაკარდომ.

მომზადებულია Corriere Della Serra-ს მიხედვით

alt"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე


მკითხველის კომენტარები / 13 /
ადრეც დავწერე - ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა ცენტრფორვარდებზე და ბუდუ წესით ტოპ ჩემპიონატში უნდა აღმოჩნდეს.სავსებით გაქაჩავს და თავსაც გამოიჩენს. ზურიკო და ჟორჟიც ასევე.თუმცა ზურიკო იმედია ბორდოსთან ერთად ლიგა ერთში ისედაც გადმოვა. აზაროვმა იჩქარა მე მგონისერბეთშივწასვლა და თუ სათამაშო პრაქტიკა არ ექნა დროზე უნდა წავიდეს მაქედან. ასევე წიტამ უნდა იპოვოს გუნდი სადაც დიდ სათამაშო დროს მიიღებს და ამ ორსაც სავსებით აქვთ პერსპექტივა ევროპის მოწინავე ჩემპიონატში თამაშის. კიტეს ათლეტიზმში აქვს მოსამატებელი და ჩაკვე უნდა ძველ ფორმას დაუბრუნდეს და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ტოპ ჩემპიონატები მათთვის ღია იქნება.
მადლობა ხვიჩას და მამარდას!
არტ
12:15 25-09-2022
1
ნეტავ რომელი სხვა მიმართულებით ვვითარდებით დდ კალაძის დაწერილი ტექსტი იბაზრა ?
დდდდ
11:44 25-09-2022
13

სიახლეები პოპულარული