"არ გამიკვირდება, თუ მალე სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ" - კრისტიან ძაკარდოს ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიანო ძაკარდომ Corriere Della Serra-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართული ფეხბურთის წარმატების შესახებ ისაუბრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, არ გამორიცხავს, რომ სერია A-ში ქართველი ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდოს

მას შემდეგ, რაც "პარმას" ფეხბურთელის რანგში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, საკუთარ თავში ფარული ნიჭი აღმოაჩინა და დღეს საფეხბურთო სამყაროში შუამავლის, აგენტის როლს ასრულებს. უფრო მეტ დროს ატარებს საქართველოში, ვიდრე იტალიაში. ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის ოქრო გახდა, "აძურის" გულშემატკივრები სწორედ ძაკარდოს უნდა უმადლოდნენ.

"ხვიჩას ტრანსფერში
შუამავლის სახით, ჩემი წვლილი შევიტანე, რაც შეეხება დანარჩენს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მოთამაშის გარემოცვასთან კარგი ურთიერთობა დაამყარეს და ოპერატიულად იმოქმედეს.

"კვარას" რამდენიმე წელია ვიცნობ, მე ვიყავი პირველი, ვინც მას ევროპაში გადასვლა შევთავაზე, ზუსტად ვიცოდი, რომ თავიდანვე ხმაურიანად დაიწყებდა, ახლა კი ვთვლი, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მას აქვს დიდი ნიჭი, მაგრამ აქვს უნარი, საკუთარი თავისთვის ნათელი მომავალი შეიქმნას, ვგულისხმობ სწორ მენტალიტეტს, რაც ალბათ, ყველაზე მთავარია.

"ახლაც საქართველოში ვიმყოფები, ვნახე მათი ეროვნული ნაკრების თამაში, საერთოდ არ გამიკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ, ეს ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება" - განაცხადა ძაკარდომ.

მომზადებულია Corriere Della Serra-ს მიხედვით

alt"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე


მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენს ჩემპიონატში არიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგრამ პირდაპირ უმაღლესი ლიგიდან სერია ა-ში ვერცერთი ვერ გაქაჩავს და თუ მოხდა ეგეთი რამ, შემთხვევითობა იქნება. ნაკრებიდან კი წიტაიშვილს, მიქაუტაძეს, ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძეს, ბუდუსაც შეუძლია მაგ დონეზე თამაში.
მავროდი
25 სექტემბერი 2022 06:48
0
Samwuxarod bodum tavisdroze ver itamasha ase nakrebshi,axla cota dagvianebulia misi topligashi tamashi 4-5 weli maximum kidev itamashos albat...warmatebebi budus da kvela qartvels...
Givi
24 სექტემბერი 2022 23:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული