12:06 25-09-2022
როგორ ენატრებათ ხვიჩა "რუბინში" - რა ვიდეოს აქვეყნებს ყაზანელთა ოფიციალური გვერდი [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ხვიჩა ამ გუნდის მადლობელია და რათქმაუნდა წლილიც შეიტანეს მის პროფესიონალურ ზრდაში, თუმცა ერთი რაღაც არ მესმის, რატომ აჟღერებდა შარშან ზაფხულზე რუბინი და მისი მწვრთნელი მუდმივად იმას, რომ ერთი დოლარის შემოთავაზებაც არ ყოფილა კვარაცხელიაზე არცერთი გუნდიდან, პირველ არხზე ჩაერთო სლუცკი და სიტყვა სიტყვით ეგრე თქვა, რომ ინტერესი არ ყოფილა, წინადადება არ ყოფილა, ერთი დოლარიც რომ შემოეთავაზებინათ, დავჯდებოდით და განვიხილავდითო მაგრამ არავის აინტერესებსო, ქართულმა პრესამ აურია ტვინი, რომ თითქოს ტოპ ლიგებს სურდათო და რეალურად მსგავსი არაფერ ყოფილაო, ანუ ახლა ყველა ხომ ვხვდებით რა დონის ტყუილი იკადრა ამ გუნდმა? უკვე მერამდენე სტატია ვნახე იტალიურ პრესაში, რომ იტალიური ასევე ფრანგული და ესპანური გუნდებისგანაც იყო შეთავაზებები მაგრამ 30 მილიონს აფასებდნენ და ვერავინ გარისკა ყიდვაო.
ახლა ხომ ვხვდებით როგორ უშლიდნენ ხელს წასვლაში და აქ ვინმეს აქვს იმის ილუზია, ომი რომ არ დაწყებულიყო ხვიჩას ჩვეულებრივად გაყიდიდა რუბინი ნაპოლიში?
ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ წელსაც იგივე სტუაცია არ გვექნებოდა, წელსაც ისე დაცინვით არ იტყოდნებ, რომ ქართველებს გგონიათ ეგეთი მაგარი თორე ინტერესი არავისგან არისო..
რამდენმა ქართველმა დაიჯერა ეგ და რამდენი იმეორებდა რუსების ნარატივს, რუსეთის დონეა და ევროპაში ვერ გაქაჩავსო, უყურონ ახლა შორიდან...
თქვენ რას ფიქრობთ?
თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რაც დავწერე, ამ ვიდეოს უყურეთ :)
შეიძლება ბევრს არ გახსოვთ.