"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube არხზე გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა:

"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!

ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.

რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
რა უნდაო? - როგორ, რა უნდა?! რას ნიშნავს რა უნდა? ხელი მოაწერა წავიდა და თამაშობს... ეხლა ხო არ წასულა იქ, რომ გვეთქვა ამ პერიოდში იქ რამ წაიყვანაო?!

იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...

მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!

არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.

მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...

მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...

ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 77 /
აი რუსეთის ნაცვლად წაიკითხეთ აფხაზეთი და იგივენაირად წაიკითხეთ. მაგ დროსაც მოვესწრებით მალე, ქართველები აფხაზურ კლუბებში ითამაშებენ, მათ დროშას ააფიალებენ და საქართველოში გამართლდება აი ასე როგორ აჩი ამართლებს
c
25 სექტემბერი 2022 16:41
28
შენ იდიოტი ხარ ხო ??? ##
zura222
25 სექტემბერი 2022 18:23
4
მართლა ვერ ვხვდები ამ 19 წლის ბიჭს რა გმირობას და თავდადებას თხოვთ?! უეფამ თუ ვერ გაბედა იმის გაკეთება, რომ რუსულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერების კონტრაქტების ანულირება მოეხდინა რა ბიჭის ბრალია?! მართლა ვერ ვხვდები რა უნდა ქნას უკითხავად წამოვიდეს, ძალიან დიდი კომპენსაცია გადაიხადოს და შემდეგ რამოდენიმე წელი ვერსად ვეღარ ითამაშოს დისკვალიფიკაციის გამო?!
H
25 სექტემბერი 2022 16:40
7
ანუ, გაჭმევენ და მერე რა რო ოკუპანტიაო?
ლადო
25 სექტემბერი 2022 16:33
28
ლადო წადი კვერცხი დადე და იმით ერბოკვერცხი გაუკეთე შენ შეფ მაქარაშვოლს DDD
zura222
25 სექტემბერი 2022 23:10
5
Zura222 ან რუსეთი გაჭმევს, ან ნაცები და გირჩი? ასე უღირსები როდის გავხდით?
ლადო
25 სექტემბერი 2022 19:11
5
ყველა გამოხმაურება
არადა პირიქითაა.
ზუსტად კაცობამ უნდა გათქმევინოს ამ დროს დიდ ხელფასზე უარი და წამოგიყვანოს მაქედან...
ვაცლავ ჰაველი
25 სექტემბერი 2022 16:32
26
შენ იტყბი უარს ? ამდენ შრომას წყალში ჩაყრი ურაპატრიოტების მოთხოვნით ? შენ და შენნაირები საქმე საქმეზაე რომ მივიდეს მოსკოვის დინამოში კი არა ხაბაროვსკის ტრაქტორში წახვალთ ფულის გულისთვის @@
zura222
25 სექტემბერი 2022 18:27
8
სრულიად ვეთანხმები და კარგად აღწერა ყველაფერი მათთვის ვინც ასე ფსევდო პატრიოტიზმითაა დაკავებული.
გეგი
25 სექტემბერი 2022 16:21
9
100000% !!
zura222
25 სექტემბერი 2022 18:27
2
1000%
romandro
25 სექტემბერი 2022 16:13
11
გეთანხმები აჩი!!! მალი I ნაკრებშიც უნდა ვიხილოთ ლუკა...
tngh
25 სექტემბერი 2022 15:55
10
ვეთანხმები ამ შემთხვევაში. შენმა ძმამ წაიყვანოს ჰალში სანამ გამოუგდიათ იქედან
!!
25 სექტემბერი 2022 15:51
5
სჰენს გუნდს მიხედე, აპერისტო, უნიცჰო,მალე მაქიდანაც გამოგაბუზურებენ.
mesi
25 სექტემბერი 2022 15:43
53
მესი თუ ნაციონალი იყო არ ვიცოდი.
Odala
26 სექტემბერი 2022 07:38
2
რაო ეგ დაგაბარა მაქარამ ასე დაუწერეო ? შენ და შენისთანები აჩისნაირ მაგარ ხალხზე საერთოდ როგორ ბედავთ და კუდს წევთ @@@
zura222
25 სექტემბერი 2022 18:29
5
1000%
ნუგზარი
25 სექტემბერი 2022 15:36
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული