"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!
ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.
რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...
მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!
არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.
მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...
მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...
ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
და ნაცები კიდევ რა შუაშია ამ თემასთან და საერთოდ ამ ათწლიანი გაქანებული ქოციანობის დროს? ხო, არის რა ეგეთი კატეგორია, კეჭერა ფხალის რეცეპტი რომ დადაოს ვინმემ, იქაც ნაცების თემა შემოაქვთ, არ ასვენებთ გამჩენი.
რაღაცნაირად იმ არანორმალურ ბულინგს გადავრჩებოდით ხვიჩას გულშემატკივრები, მგონია, რომ ხვიჩაზე მეტად განვიცადეთ ბევრმა ის რაც იმ დღეებში ხდებოდა.
მაგრამ ჯანსაღად იმის გამოთქმის უფლება დაგვიტოვეთ, რომ არ მოგვწონს ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების რუსეთში თამაში.
თუმცა ამას მარტო დივანზე წამოწოლილი აზრის გამოთქმა არ შველის, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება უნდა მოხდეს, რომ არ წავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები რუსეთში, სადაც უკეთესს პირობებს და სათმაშო დროს სთავაზობენ. რეალი და ბარსა არ ეძახის და მოდი პირდაპირ რუსეთში წავიდეს, ეგ მიდგომა არ მეჩვენება სწორად.
თქვენ ალბათ ისევ ის ხალხი ხართ,ან მათი შთამომავალნი,რომლებსაც ფურთხება,გინება,ლანძღვა და წყევლა პატრიოტობა გგონიათ და ამ ბიჭებსაც აქეთკენ მოუწოდებთ,რომლებიც თქვენ აზროვნებაში მილიონჯერ გჯობიათ,არ ხართ თქვენ ის ხალხი ვისაც მომავალი თაობა უნდა გენდოთ,მათ თქვენზე კარგად იციან რას და როგორ აკეთებენ,რისთვის და ვისთვის აკეთებენ.
თქვენ თქვენი ურა და ყალბი პატრიოტიზმი:გინების,წყევლისა და ფურთხებისა,უკანალის ჩვენებისა,თქვენთვის შეინახეთ,მომავალში გამოგადგებათ
და ბოლოს, არ გვინდა რა ეს "იიი, პოლიტიკა სხვაა, სპორტი სხვაა.." განათლებული ადამიანი მგონიხარ და გეცოდინება, პროფესიული სპორტი და პოლიტიკა კარგა ხანია განუყოფელია - ამიტომაც უკრავენ მისი ქვეყნის ჰიმნს გამარჯვებულის პატივსაცემად, ამიტომ მოკვეთეს რუსეთი ყველა სპორტული ღონისძიებიდან, და კიდევ მრავალი "ამოტომ".