"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube არხზე გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა:

"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!

ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.

რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
რა უნდაო? - როგორ, რა უნდა?! რას ნიშნავს რა უნდა? ხელი მოაწერა წავიდა და თამაშობს... ეხლა ხო არ წასულა იქ, რომ გვეთქვა ამ პერიოდში იქ რამ წაიყვანაო?!

იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...

მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!

არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.

მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...

მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...

ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 77 /
100%- იანი თქვა აჩიმ, ნამდვილი პროფესიონალია და იმიტომ, კლავიატურის ლომ პატრიოტებს მოვუწოდებ, თუ ასე გული გეწვით წადით მოხალიედ უკრაინაში და ხოცეთ ეგ ოკუპანტი რუსები, გულსაც მოიოხებთ და ცოტა დამშვიდდებით.
ელგუჯა
25 სექტემბერი 2022 19:29
22
მაგის შნო ვინ მისცათ მაგ ჩმორებს ? მაგათ მარტო ჩადხა შეუძლიათ და რუსების უკანალით შეშინება DD
zura222
25 სექტემბერი 2022 23:01
7
პროსტიტუცია ნამდვილი პროფესიაა.
ანდრი
25 სექტემბერი 2022 21:27
1
გეთანხმები აჩი!!! მალი I ნაკრებშიც უნდა ვიხილოთ ლუკა...
tngh
25 სექტემბერი 2022 15:55
10
სამივე ძნა მედროვეები ხართ. ერთი ვიდეო მაინც ჩაწერეთ რუსეთის საწინააღდეგო. ცანცარა გაბუბიანაც კი გაჯობათ.
კარგით რა
25 სექტემბერი 2022 19:50
60
ოეე ყანაა რა დღეში ხარ.
კარგით რა-ს
25 სექტემბერი 2022 21:42
19
1000%
romandro
25 სექტემბერი 2022 16:13
11
სრულიად ვეთანხმები შოთის.
ჯუჯი
25 სექტემბერი 2022 15:25
19
აჩია
..
25 სექტემბერი 2022 15:36
0
ყოველთვის მაოცებენ არველაძეები თავიანთი სწორი მოქალაქეობრივი და ლოგიკური აზრებით. პატივისცემა მათ. არ მახსენდება რომ ჩემი და მათი პოზიცია არ დამთხვეოდეს. გარდა საფეხბურთო, გონებრივი ინტელექტითაც გამოირჩევიან.
Semi
25 სექტემბერი 2022 19:18
17
FIFA და UEFA გაძლევს უფლებას დატოვო რუსეთი. ეს უფლება უნდა გამოიყენო.
რუსები გარბიან რუსეთიდან. ქართველს რა უნდა რუსეთში?!
ქ. გ.
25 სექტემბერი 2022 17:17
29
пУтриоты рашкастана!
Отвечу вам на вашем языке.
Идите вслед за русским кораблём!
ქ. გ.
25 სექტემბერი 2022 18:57
3
და სად წავიდეს ჭკუისკოლოფო ბარემ ისიც ურჩიე ! იქნება შენ გაუშანსო ბარსა და რეალი თუ არა სდმე აიაქსში დორტმუნდში ან ეგეთ გუნდში ჰააა ??
zura222
25 სექტემბერი 2022 18:21
9
ყველა გამოხმაურება
რაღაც რუსული ბინძური სუნი ტრიალებს აქ კომენტარებში. დავიჯერო ამდენი გვყავს რუსის ჩექმას მონატრებული? დღეს ყველა მონაა ვისაც რუსეთი ენატრება
ლადო
25 სექტემბერი 2022 19:15
24
ცამდე მართალია ბატონი არჩილი ამ შემთხვევაში!
შეტევა
25 სექტემბერი 2022 19:13
14
ნუ ბჟუტურობ ერთი;
1- თავის დროზე, რუსეთის გარდა ევროპის სხვა ლიგა ვერ მოუძებნეთ(?!)
2-რუსეთის კლუბებს კარგა ხანი არ მისცემენ ევროპის საკლუბო ტურნირებში თამაშის უფლებას,და თუ მიცემენ,შეიძლება ა ზ ი ი ს საკლუბო ტურნირებში მოისროლონ-ევროპა ეზიზღებათ და რა ესაქმებათ მათთან(?!),თან ეს უკვე ევროპელებმაც გაითავისეს და...
3-რუსეთში ბევრი ძალიან ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჩაიხრჩო,ევროპაში რომ ვარსკვლავი გახდებოდა
4- ხვიჩა კვარაცხელიასაც შეიძლება თავი ვერც დაეხსნა რუსეთისაგან-ომი რომ არ დაწყებულიყო...და რუსეთის ჩემპიონატის ისეთია-3-4 სეზონის მერე ფეხბურთელი რეგრესირდება- მოტივაციას კარგავს და...
5-ბოლო-ბოლო გ ა ი გ ე თ- გ ა ი თ ა ვ ი ს ე თ- რუსული იმპერია,რუსი ხალხი მტერია ქართველი ერის,ქართული სახელმწიფოს,თან მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი, მსოფლმხედველობრივი... მტერი(!),მარტო ბოლო 30 წელოწადში-2 რეგიონის ოკუპაცია, ქართველთა ეთნოწმენდები მოგვიწყვეს,იქ უძვწლესი ქართული ტაძრები რუსულად გააკეთებს-ქართი კვალი-ისტორიის მოსპობისათვის და საქართველოს სახელმწიფოს ლიკვიდაციას, რომ მე-3-ედაც ოცნებობენ-ცდილობენ...და თუ ეს ნებისმიერმა ქართველმა სპორტსმენმა-არ გაითვალისწინა,ე.ი.არად დაგიდებს საკუთარი ერის ტკივილს,წუხილს, განცდას...-რა გასაკვირია,რომ დადებითი დამოკიდებულება- ნაკლებად ექნება(?!).ე.ი ასე გამოდის- მ კ ი დ ი ხ ა რ თ ჩემი ქართველი ხალხი,ოღონდ ფული ვიშოვო-ოო და...არაა(?!)
გასაგებია,ყველა სპორტსმენს თავისი გზა აქვს,მაგრამ მ ა ო ნ ც, ჯერ პიროვნებად აღიქმები- რჩები, და მერე სპორტსმენად... ცხოვრება ასეთია!
კახაბერი
26 სექტემბერი 2022 04:18
22
Ქართველი ფეხბურთელები კიარა, რამდენიც აქ დისლაიქს დაგიწერს, ყველას დედებს მოვოკითხავ,ერის მოღალატე ვირთხები!
Georgian
26 სექტემბერი 2022 09:53
5
შენსას მიაკითხე უკეთ გამოგივაა.
Georgian-ს
26 სექტემბერი 2022 23:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული