გაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

AutoSharing Option
"რუბინის" ხელმძღვანელობა არ ამხელდა, რამდენი მიიღო "ნაპოლიში" ბათუმის "დინამოდან" გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში. ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობდა, რომ იმედია რაღაც თანხა მათაც შეხვდებოდათ. თუმცა, ცხადი იყო, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ, უკმაყოფილოები არ იყვნენ.

Transfermarkt-ი იტყობინება, რომ "რუბინმა" 8 მილიონი ევრო მიიღო. ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა და დარჩენილი 2 მილიონი, ალბათ, ბათუმის "დინამომ" და შუამავლებმა მიიღეს.

ადრე "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერში თავიდან 30 მილიონი მოსთხოვეს და მაშინვე შეწყვიტეს
მოლაპარაკება, შემდეგ კი მისი შეძენა 10 მილიონად შეძლეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
არ გადაუხდიდა?სააკაშვილის რეჟიმი კიარაა,ვისაც უნდა ცოტას გადაუხდის,ვისაც უნდა საერთოდ არ გადაუხდის,ვისაც უნდა აახევს და მისთ,არ გადაუხდიდა და ისეთ სანქციებს დაუწესებდა უეფა კლუბს,რო წელში ვერ გასწორდებოდნენ
დათიკო დაჩია
18:27 30-09-2022
2
არ შეიძლებოდა ამ სტატიის გამოქვეყნება ბნელი ხალხისთვის. გული ეტკინებათ და ინფარტი არ დაემართოთ!
დათო
00:47 29-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული