გაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

AutoSharing Option
"რუბინის" ხელმძღვანელობა არ ამხელდა, რამდენი მიიღო "ნაპოლიში" ბათუმის "დინამოდან" გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში. ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობდა, რომ იმედია რაღაც თანხა მათაც შეხვდებოდათ. თუმცა, ცხადი იყო, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ, უკმაყოფილოები არ იყვნენ.

Transfermarkt-ი იტყობინება, რომ "რუბინმა" 8 მილიონი ევრო მიიღო. ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა და დარჩენილი 2 მილიონი, ალბათ, ბათუმის "დინამომ" და შუამავლებმა მიიღეს.

ადრე "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერში თავიდან 30 მილიონი მოსთხოვეს და მაშინვე შეწყვიტეს
მოლაპარაკება, შემდეგ კი მისი შეძენა 10 მილიონად შეძლეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი ბათუმში ხვიჩა წამოვიდა რუბინთან შეწყვეტილი კონტრაქტით (და არა ფიფას წესებით შეჩერებული კონტრაქტით). შესაბამისად, ოფიციალურად ხვიჩას ტრანსფერში რუბინი ვერაფერს მიიღებდა ბათუმიდან, როგორც სჩანს ჯუღელის "ატვეჩაით" გამოუშვეს და ოგივე ჯუღელით ან სხვა ნებისმიერი პირის საშუალებით რუბინმა მიიღო ის თანხა რისი "ატვიჩაიშიც" აგენტი ჩადგა. საინტერესოა რის საფუძველზე გასცა ბათუმმა 8 მილიონი საკუთარი შემოსავლიდან თუ ეს ინფო მართალია :))
ბუბა
28 სექტემბერი 2022 00:44
6
უჩივლე საერთაშორისო არბიტრაჟში?დდდდდდდდდდდდდ
რრრ
28 სექტემბერი 2022 00:59
5
Თავიდან იყვნენ მოლაპარაკებული,რომ 8 მიიᲦებდნენ და იმიტომ გამოუᲨვეს,რაც არის არის,ხვიᲩას წარმატებები.
გადადექი
27 სექტემბერი 2022 23:04
1
გენიოსო მერედა, რომელი ჭკუათმყოფელი გაუწყვეტს ხვიჩასნაირ ფეხბურთელს კონტრაქტს თავისი ნებით, თუ რამე არ დაპირდი? უეფა კონტაქტის შეჩერების ნება დართო და არა გაწყვეტის.
მამუკას
27 სექტემბერი 2022 22:54
3
ან ეგ 8 მილიონი რატომ მისცეს? ოფიციალურად გაწყვიტა კვარამ კონტრაქტი და ბათუმში ჩაირიცხა
მამუკა
27 სექტემბერი 2022 22:22
22
რავი რუსებს რამეს მივცემდი მარა დუხი რო არ აქვთ იმიტომაც მისცეს
T.q
27 სექტემბერი 2022 23:15
18
არადა წინა სეზონში ხვიჩაში დაახლოებით 15 მილიონამდე იხდიდნენ ევროპული კლუბები, მაგ აიაქსი, მაგრამ რუბინმა მოინდომა 20 მლნ და მეტი, თუმცა საბოლოოდ 15-ის ნახევარი მიიღო მხოლოდ ... ანუ სიხარბე და რეალობიდან მოწყვეტა დამღუპველია...პრინციპში მაინც არ უნდა იყვნენ დღესდღეისობით უკმაყოფილო, რადგან მაგ 8 მილიონსაც დაკარგავდნენ ყველა ვარიანტში!!!
სოსო
27 სექტემბერი 2022 21:14
1
სიხარბე რა შუაშია? რეალურად რამდენიც ღირდა იმას ითხოვდნენ, რა იცოდნენ მაგათი ბელადი თუ საბოლოოდ გარეკავდა? რეალობიდან მოწყვეტილი კიდე ვინ დარჩა ვხედავთ.
Emre
27 სექტემბერი 2022 22:18
4
სიხარბე კი არა სპეციალურად უწევდნენ ფასს რომ არ გაყიდულიყო და რუსეთიდან ვერ წასულიყო. გაიღვიძეთ შეიგნეთ როგორმე
GORG.
27 სექტემბერი 2022 22:03
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული