გაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

AutoSharing Option
"რუბინის" ხელმძღვანელობა არ ამხელდა, რამდენი მიიღო "ნაპოლიში" ბათუმის "დინამოდან" გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში. ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობდა, რომ იმედია რაღაც თანხა მათაც შეხვდებოდათ. თუმცა, ცხადი იყო, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ, უკმაყოფილოები არ იყვნენ.

Transfermarkt-ი იტყობინება, რომ "რუბინმა" 8 მილიონი ევრო მიიღო. ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა და დარჩენილი 2 მილიონი, ალბათ, ბათუმის "დინამომ" და შუამავლებმა მიიღეს.

ადრე "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერში თავიდან 30 მილიონი მოსთხოვეს და მაშინვე შეწყვიტეს
მოლაპარაკება, შემდეგ კი მისი შეძენა 10 მილიონად შეძლეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს ფული ეკუთვნოდა რუბინს ბევრი გააკეთეს ხვიჩასთვის და ხვიჩა რა მაგარი კაცია კაცურად გადაუხადა ამ თანხით რუბინს ის დამსახურება ლოკომოტივის დუბლებიდან წამოიყვანეს ძირითადში დააყენეს ამით დაეხსნა რუსეთს მშვიდებით რუსეთო
Soso
28 სექტემბერი 2022 00:51
13
სამართლიან მსოფლიოში კი მაგრამ ეხლა ეგ ფული წავა ფრონტის ხაზზე და არა კლუბში
Gia
28 სექტემბერი 2022 01:36
14
Თავიდან იყვნენ მოლაპარაკებული,რომ 8 მიიᲦებდნენ და იმიტომ გამოუᲨვეს,რაც არის არის,ხვიᲩას წარმატებები.
გადადექი
27 სექტემბერი 2022 23:04
1
რუბინმა გაზარდა ხვიჩა და მიიღეს კიდევაც რაც ეკუთვნოდათ, თუ ვინმეს ჰგონია რომ ბათუმში 2-3 თამაში რომ ჩაატარა, ამით გახდა ასეთი მოთამაშე და ბათუმში აუმაღლდა კლასი????!!!!
???
28 სექტემბერი 2022 10:52
6
რომ არა ნაკრების თამაშები, მხოლოდ რუბინში თამაში ვერ იქნებოდა საკმარისი ნაპოლის დასაინტერესებლად და რომც დაინტერესებულიყვნენ, რუბინი საკუთარი ნებით არ გაუშვებდა, არც უშვებდა ომამდე, თუ გახსოვთ და რომ არა ომი, ხვიჩა დღესაც რუბინში იქნებოდა დამერწმუნეთ და შეიძლება იმაზე ნაკლები სათამაშო დროც ჰქონოდა, ვიდრე დღეს აქვს ნაპოლიში. და საერთოდაც, ნეტავ მოეშვებოდეთ რუსებისთვის მადლიერების გამოხატვას ნებისმიერ სფეროში, რადგან რომ არა რუსეთის დამპალი პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა ფეხბურთშიც და სხვა სფეროებშიც. ხვიჩას ნიჭს და უნარს კი ნუ მივაწერთ ნურც სიომინს და ნურც სლუცკის. ხვიჩა რუბინის დონის ნებისმიერ ევროპულ გუნდში წარმატებით ითამაშებდა.
გოჩა
28 სექტემბერი 2022 19:48
2
არადა წინა სეზონში ხვიჩაში დაახლოებით 15 მილიონამდე იხდიდნენ ევროპული კლუბები, მაგ აიაქსი, მაგრამ რუბინმა მოინდომა 20 მლნ და მეტი, თუმცა საბოლოოდ 15-ის ნახევარი მიიღო მხოლოდ ... ანუ სიხარბე და რეალობიდან მოწყვეტა დამღუპველია...პრინციპში მაინც არ უნდა იყვნენ დღესდღეისობით უკმაყოფილო, რადგან მაგ 8 მილიონსაც დაკარგავდნენ ყველა ვარიანტში!!!
სოსო
27 სექტემბერი 2022 21:14
1
სიხარბე კი არა სპეციალურად უწევდნენ ფასს რომ არ გაყიდულიყო და რუსეთიდან ვერ წასულიყო. გაიღვიძეთ შეიგნეთ როგორმე
GORG.
27 სექტემბერი 2022 22:03
18
სიხარბე რა შუაშია? რეალურად რამდენიც ღირდა იმას ითხოვდნენ, რა იცოდნენ მაგათი ბელადი თუ საბოლოოდ გარეკავდა? რეალობიდან მოწყვეტილი კიდე ვინ დარჩა ვხედავთ.
Emre
27 სექტემბერი 2022 22:18
4
გენიოსო მერედა, რომელი ჭკუათმყოფელი გაუწყვეტს ხვიჩასნაირ ფეხბურთელს კონტრაქტს თავისი ნებით, თუ რამე არ დაპირდი? უეფა კონტაქტის შეჩერების ნება დართო და არა გაწყვეტის.
მამუკას
27 სექტემბერი 2022 22:54
3
რუბინი რანაირად მიიღებდა თანხას ნაპოლიდან? მთლიანი თანხა უნდა მიეღო ბათუმს.იურიდიულად ეგრეა და საინტერესოა ბათუმი რა მიზნით უხდის რუბინს ან თანხის ნაწილს? საიტის პატივისცემის მიუხედავად, მგონია რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჟურნალისტები მოთხოვდნენ კლუბს გამჭვირვალე ინფორმაციას და თუ რამე საიდუმლო და უკანონო არ ხდება,კლუბიც მოგაწვდით მთელ ინფორმაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეჭვი მეპარება ბათუმმა ეგ ინფო მოგაწოდოთ. მანდ რაღაც დახლართულ სქემას აქვს ადგილი რომელიც დალაგებულია და რომელზედაც თვალს ხუჭავენ თორემ სხვაგან რომ მომხდარიყო,საგადასახადო შევარდებოდა დიდი აურზაურით.
ბეგი
28 სექტემბერი 2022 01:10
21
სიტყვიერი შეთანხმება,იქ ქურდული და ათასი შუამავალი
elada
28 სექტემბერი 2022 09:29
4
და იმათმა რაო მოდიან?
Lebron
28 სექტემბერი 2022 10:34
1
როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი ბათუმში ხვიჩა წამოვიდა რუბინთან შეწყვეტილი კონტრაქტით (და არა ფიფას წესებით შეჩერებული კონტრაქტით). შესაბამისად, ოფიციალურად ხვიჩას ტრანსფერში რუბინი ვერაფერს მიიღებდა ბათუმიდან, როგორც სჩანს ჯუღელის "ატვეჩაით" გამოუშვეს და ოგივე ჯუღელით ან სხვა ნებისმიერი პირის საშუალებით რუბინმა მიიღო ის თანხა რისი "ატვიჩაიშიც" აგენტი ჩადგა. საინტერესოა რის საფუძველზე გასცა ბათუმმა 8 მილიონი საკუთარი შემოსავლიდან თუ ეს ინფო მართალია :))
ბუბა
28 სექტემბერი 2022 00:44
6
უჩივლე საერთაშორისო არბიტრაჟში?დდდდდდდდდდდდდ
რრრ
28 სექტემბერი 2022 00:59
5
ჩვენთვის კარგი მოხდა ხვიჩას გადასვლით , თორემ კაცმა რომ თქვას ბათუმის დინამო არის დასასნქცირებელი უეფადან. რუსულ კლუბს რომ გაურიგდა.
las
28 სექტემბერი 2022 12:30
12
ან ეგ 8 მილიონი რატომ მისცეს? ოფიციალურად გაწყვიტა კვარამ კონტრაქტი და ბათუმში ჩაირიცხა
მამუკა
27 სექტემბერი 2022 22:22
22
რავი რუსებს რამეს მივცემდი მარა დუხი რო არ აქვთ იმიტომაც მისცეს
T.q
27 სექტემბერი 2022 23:15
18
მოეშვით სხვისი ფულის თვლას....მიხედავს ყველა საკუთარ თავს!!!
.....
28 სექტემბერი 2022 17:17
5
სხვის ფულს კი არ ვითვლით, არამედ რუსების ღორობას ავღნიშნავთ. ტყუოდნენ ხვიჩაში არაფერს გვაძლევდნენო. ასე დაალპობდნენ ღრუსეთში, მაგრამ ღმერთმა გადმოგვხედა და თავი დააღწია მაგ წუმპეს.
გიორგი
28 სექტემბერი 2022 20:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული