"კორიერე დელო სპორტის" რედაქტორმა ივანე ძაძარონიმ აღნიშნულ შედარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, იტალიელი თვლის, რომ ხვიჩა გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია.
"ამ 2 ფეხბურთელს შორის ხვიჩას ვირჩევ, "ნაპოლიმ" ინსინიესთან ერთად ვერაფერი მოიგო, "კვარა" მოედანზე სხვაობას ქმნის და ლორენცოზე მეტი გამბედაობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, დრიბლინგს იშვიათად ახორციელებდა და ძირითადად პასებს უკან აკეთებდა, ეს ძალიან მაბრაზებდა, კვარაცხელიას
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ შეხვედრას 1 ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.