საქართველოს ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
"ნაპოლიში" ხვიჩას გარდა მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი, ძერბინი და ელმასი დაბრუნდნენ, დილით ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთენ, მერე კი მოკლე მოედანზე ითამაშეს.
ოსიმენი ფიზიოთერაპევტთან ერთად მუშაობდა, ხოლო პოლიტანო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
1-ელ ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს.
გასაგებია თვითონ მოსწონს ეგ რეჟიმი მაგრამ რავიცი...
ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა და აარიდოს გადატვირთვისგან გამოწვეული ტრავმიანობა.
მერე ჩვენი ვითომ ექსპერტები ეგრევე დაწერენ, ხო ვიძახდით არ ყოფილა მზად ევროპისთვისო :)
ეგ კი არა ვარჯიშზე თანაგუნდელი რომ შეეჯახა ცუდად და სუნთქვა შეეკრა რანდენიმ წამით, ეგრევე ასისინდნენ, აბა მაგას თავი ისევ ბათუმში ხომ არ ჰგონია, ევროპული დატვირთვა სულ სხვა არისო :)