სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
რუსებით ივსება, მაინც ეს ქვეყანა და ეს კაციც ჩამოვიყვანოთ ბარემ და თბილისის ან ბათუმის დინამო ჩავაბაროთ.
rrr
28 სექტემბერი 2022 22:01
7
"... ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ." მათეს სახარება თავი მე 7 ე
X
28 სექტემბერი 2022 21:58
6
ემოციების გამოხატვას ცივილურ ქვეყნებში არ უშლიან, სიხარულის, ტკივილის თუ ბედნიერების ემოცია თავისუფლად უნდა გამოხატოს სპორტსმენმა.
ჯერ ერთი მაგ ვარჯიშების დროს პატარა იყო კვარა და მერე მეორე ახლა ეგ რაღა სალაპარაკოა.
უფრო მეტი მის უნარებზე რომ ელაპარაკა არ ჯობდა?
ან რა ასწავლა, როგორ მუშაობდნენ თავიდანვე, რამდენი რამეა კვარაზე სალაპარაკო და ეს რეებს იხსენებს, 17 წლის ბავშვის წაქცევის ამბებს, კარგი რაა.
მეტი პროფესიონალიზმი!!!
Spain
28 სექტემბერი 2022 21:52
12
Spain-ს თქვა უკვე ეგა. თუ სტატიას ვერ კითხულობ სათაურშივე სწერია ბრილიანტი მყავდაო და არა ცირკონი!
დავით 67
29 სექტემბერი 2022 00:31
0
რუსეთი იზოლირებული პროვინციული წუმპეა არანაირი საერთაშორისო საზოგადოებრივი კულტურა ეთიკა ქცევის ნორმები. პრიმატები რასაც უნდათ იმათ აკეთებენ, ყველაზე მეტად ტვინში რუსებს უჭერთ
Official
28 სექტემბერი 2022 23:08
7
ყველა გამოხმაურება
კარგია კაცია სლუცკი
დავითი
28 სექტემბერი 2022 21:46
6
კაი კაცო ერთი.
STALIN
29 სექტემბერი 2022 03:45
4
კაი კაცი.
ქუთაისი
28 სექტემბერი 2022 21:44
4
რა საყვარელი კაცია როგორ უყვარს კვარა ❤️❤️❤️
ლშა_იუვენტინო
28 სექტემბერი 2022 21:42
6
და ტკივილს რომელი მოთამაშე იტანს?
უკვე მერამდენედ თქვა ამ კაცმა, რომ 18 წლის ბავშვს საქონელი რუსი მცველები ფეხებს რო ალეწავდნენ ტირილს იწყდებაო, და ამას თითქოს უარყოფით კონტექსტში ამბობს ხვიჩას მიმართ. რა შუაშია კაცების სპორტი? ეს საბჭოთა მიდგომა როდემდე უნდა იყოს, ფეხბურთი ბალეტი კი არააო რომ აქვთ დაზეპირებული.
იმის მაგივრად რომ ფეხების ლეწვა აუკრძალონ ჭ კლასის მცველებს და ბურთზე თამაში ასწავლონ, თურმე პირიქით ,ნიჭიერი და ტექნიკური თუ ხარ ფეხების დალეწვაც უნდა აიტანო და რეაქციაც არ უნდა გქოდეს რადგან ფეხბურთი კაცების სპორტია? რა სისულელეა ეგ..
ამით იტალიელ მცველებსაც ხო არ უნამიოკებს ტკივილს ვერ იტანს და თუ ჩაარტყამთ უფრო გაგიადვილდებათ მის წინააღმდეგო?
სხვათაშორის გადაცემა ჰქონდათ მაგაზე რუს ბლოგერებს, რუსებმა ისწავლეს ხვიჩას წინააღმდეგ თამაში და იტალიელებმა ჯერ არ იციანო, თავიდანვე თუ ხისტად ეთამაშები მერე უფრო მეტად უჭირსო :))

ვისაც რომელიმე რუსი მოყვარე და კეთილისმსურველი გგონიათ როგორ მშურს თქვენი :)
!!
28 სექტემბერი 2022 21:37
9
ზუსტადაც უნამიოკებს და უნამიოკებენ რუსები. 100%. მაგრამ ხვიჩამ კითხულობს მაგეებს და მაგ სუკებს ეგ "ტაკტიკა" უკვე თავზე გადაახია. მაგ სუკებს კიდე იმედი ქონდათ რომ მილანი ხვიჩას გააჩერებდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა ეგრევე ყვითლები აკიდა. თამაშიდან გაყარა მერე პენალტი მერე ის მერე ეს და 2-1 მილანს დედა ეტირა
qishvardi
28 სექტემბერი 2022 22:21
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული