"კვარამ" იტალიაში ცხოვრება შემიცვალა, აქ უკვე მთელი საქართველო უყვართ და..." - ქართველი ემიგრანტის პოსტი იტალიიდან

AutoSharing Option
გიგა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

"ერთმა კაცმა ცხოვრება შემიცვალა იტალიაში 

კვარას მაისურს როგორც კი ჩავიცვამ ყოველი მესამე იტალიელი მოდის, კვარაცხელიას სწორად წარმოთქმას ცდილობენ და ფოტოებს მიღებენ ნაპოლის ფანი მეგობრებისთვის გადასაგზავნად

ნაპოლელ, ფეხბურთის მოყვარულებთან შეხვედრა საერთოდ განსაკუთრებულია, ლამის ოჯახის წევრივით მიღებენ და მთელი საქართველო უყვართ უკვე. ორმა უკვე დამპატიჟა მარადონას სტადიონზე ნაპოლის თამაშის ერთად საყურებლად და შემდეგ თვეში სთორებს დაელოდეთ", - წერს გვენეტაძე. 
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს ერთმა ყირგიზმა კოლეგამ მითხრა სერია ა-ს კვარაცხელიას გამო ვუყურებო..
ქუთაისელი
21:14 29-09-2022
3
ასე იყო დიდი დინამოს დროს,იგებდნენ და მთელი ერი ხარობდა
ლექსო
20:52 29-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული