"ქართველია? არა გმადლობთ" - რატომ თქვეს უარი მამარდაზე "ბარსამ" და "ატლეტიკომ"

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს და ჯენარო გატუზოს გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, მოგეხსენებათ, ქართველმა ახლახანს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ღამურების" ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ესპანელმა საფეხბურთო მენეჯერმა ანტონიო ლოპესმა "მამარდას" შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"შევიტყვე, რომ თბილისის "ლოკომოტივში" ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე თამაშობდა, მასზე თვალყურის მიდევნება დავიწყე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ "გრანადას" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მატჩის შემდეგ "მამარდასთან" ვისაუბრეთ და თანამშრომლობა გადავწყვიტეთ, მისი შეძენა ესპანურ გუნდებს შევთავაზე, ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდეს, რაც მთავარია,
კარგი სამუშაო ეთიკა აქვთ.

პირველ რიგში, მამარდაშვილში გამარჯვებულის მენტალიტეტმა მომხიბლა, მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "ბეტისს", "ვილიარეალს" დავუკავშირდი, მაგრამ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ საქართველოდანაა მათგან პასუხად ვიღებდი:

"ქართველი? არა, გმადლობთ".

ასეთი პასუხი ძალიან მაბრაზებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა და ასეც მოხდა" - განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, "ღამურები" ლა ლიგაში გამართული 6 მატჩის შემდეგ, 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, "ვალენსია" მორიგ შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"მამარდა" Marca-ს რჩეულებშია - გიორგი ლევანდოვსკისა და ვინისიუსის გვერდით

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

alt"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან


მკითხველის კომენტარები / 16 /
რომ გავითვალისწინოთ,ე.ი
გაცილებით ადეკვატურები რომ ვიყოთ- რატომ იკავებენ თავს ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი ტოპ-ლიგები ქართველების აყვანას(?!);
1-ლი-ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონე (მგონი უკვე ერთადერთი ვართ,რომლის კლუბი არცერთ ევროპულ ტურნირში არ მონაწილეობს,გადახედეთ-თითქმის ყველა ევროზინის სახელმწიფოს ყავს-1 კლუბი მაინც
...),
2- ქართველი ფეხბურთელები საქართველოში ფიზიკურად არასწორად ჰყავთ აღზრდილი- არასწორად ზრდიან,ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატშიც კი დიდი უმრავლესობა მე-ე-2-3 სეზონეზეც ტრამვებს იღებენ,მერე ხარისხობრივად სუსტდებიან,
3- თუ ასე-არ ხდება,იქმნება მე-2 დიდი პრობლება,როცა ქართველი დიდი ფულს ,,მოღუნავს,,(კარგი კონტრაქტით),მერე ეშვება და...
4-არა ევროკავშირის სახელმწიფო ვართ- პრობლემები ექმნებათ...

- აქვე-ხვიჩა ფიზიკურად კარგად არის მომზადებული,მაგრამ სანერვიულოა-ყოველ დაცემაზე ტრავმა არ მიიღოს!
მე-2-ეც-2-4 სეზონის მერე არ მოეშვას,არც მამარდაშვილმა,არც დავითაშვილმა...
კახაბერი
01:22 01-10-2022
1
"ქართველი? არა, გმადლობთ".
მამარდაშვილისა და განსაკუთრებით ხვიჩას შემდეგ ალბათ მიხვდნენ, რომ ბოდიში და "ბებიამისისა" მიირთვეს.
ზაქრო
19:45 30-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული