"საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია" - ზივზივაძის ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

AutoSharing Option
"ფეჰერვარის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრულ გამოცემა M4 Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

ბუდუს თქმით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნებოდა, რადგან მათ ძლიერი ფეხბურთელები და კარგი გუნდი ჰყავთ.

"მათ წინააღმდეგ სიამოვნებით ვითამაშებდი, კარგი შეხვედრა გამოვიდოდა, საქართველოს ნაკრების თამაშებზე სტადიონი მუდამ სავსეა, ისევე როგორც უნგრეთის მატჩებისას, ორივე ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, გასულ ზაფხულს მარკო როსის გუნდმა ინგლისის ნაკრების დამარცხება 2-ჯერ მოახერხა, ჩვენთვის ასეთ მეტოქესთან თამაში დამატებითი მოტივაცია იქნებოდა, ვფიქრობ, ჩვენც კარგი გუნდი
გვყვავს და ნებისმიერი მეტოქესთან გამარჯვება შეგვიძლია" - განაცხადა ზივზივაძემ.

ბუდუმ ამ სეზონში "ფეჰერვარის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო, მისი გუნდი უნგრეთის ჩემპიონატში 9 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ფოტო: nakrebi.ge

alt "თამაშის სცენარი არ მიანიშნებდა, რომ ასე დიდი ანგარიშით მოვიგებდით, თუმცა ეს ჩვენს სიძლიერეზე მიუთითებს" - ბუდუ ზივზივაძე


მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი ბიჭი ხარ ბუდუ...ფიზიკას .სისწრაფეს .გამძლეობას მოუმატო უნდა.და მარტო შენ არა ..სხვებმაც ..და ..მერე ვიფიქროთ გრანდების წაქცევაზე,,
ბუჯანგა
21:50 30-09-2022
0
აბა უნგრეთში მეშვიდე ადგილზეაო და მაინც დიდ გულზეა?
1.2.3.4.5.6.
21:28 30-09-2022
23

სიახლეები პოპულარული