კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.

შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა.
თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),

მკითხველის კომენტარები / 40 /
კვირას გოლის მერე სპალეტის ისეთი როჟა ქონდა,გეგონებოდა ხვიჩამ ავტოგოლი გაიტანა,თუ მომეჩვენა?
gurulo
01 ოქტომბერი 2022 19:39
29
l.g. :))რატომ გიკვირს?სპალეტის აღიზიანებს ხვიჩას ინდივიდუალიზმი,ასეთი მწვრთნელია, უნდა ყველა მის სქემას მოერგოს,რობოტები უნდა იყვნენ.ხვიჩა კი ძირითადათ ამ რობოტიზაციიდან ამოვარდნილია,არადა ყველა თამაშში ან გოლი გააქვს,ან პენალტს ითრევს,ან საგოლე გადაცემას აკეთებს და სპალეტი მაინცდამაინც ვერ აკრიტიკებს.ხოდა გულზე სკდება,სხვას რომ გაეტანა სხვა რეაქცია ექნებოდა,ანგისას ტაში დაუკრა, ხვიჩამ ვითომ მამა მოუკლა.
gurulo
01 ოქტომბერი 2022 21:09
7
Ar gauxarda xo...sheni azrit magrad gautyda goli rato gaitanao??reebs wer ar gitydeba??
L.J .
01 ოქტომბერი 2022 20:32
3
ფიზიკურად მაინც ვერ არის ჯერ რაც მოეთხოვება. ნახევარი სეზონი დაჭირდება რო დარწიოს სხვებს.
ზშირად არის საყვედური რომ თითქოს პასებს არ აძლევენ.
მაგრამ ასე არ არის ეს. უბრალოდ არ მოძრაობს ისე როგორც საჭიროა.
შეხედეთ სცევს ანგისა თუნდაც როგორ დარბის რა აქტიურია.
არაუშავს მიჩვევა უ და მეორე წრეში უკვე ყველაფერი რიგზე იქნება
Las
01 ოქტომბერი 2022 20:18
32
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ფეხბურთელია ხვიჩა მოჭიდავე კაირა კაცი ჩამოეკიდა და ვერ გააჩერა მეტ ფიზიკურად რაუნდა ქნას
მოსეხონელი
01 ოქტომბერი 2022 20:30
0
არ გესმით ფეხბურთი და არც ვაპირებ კამათს :)
მეორე ტაიმის შუაში სულ ცვლის. რატო?
იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ძლებს ჯერ მაღალ ტემპში თამაშს.
ბუნებრივია. უნდა მიეჩვიოს. დრო ჭირდება.
მახსოვს კალაძე რო გადავიდა კიევის დინამოში. იხსენებდა. ისეთი ვარჯიშები ქონდა ლობანოვსკის ლოგინამდე მისვლის თავი არ მქონდაო.
Las
01 ოქტომბერი 2022 21:33
11
ყველა გამოხმაურება
თამაშებს,მაგთის ინტერნეტ ტელევიზიით ვუყურებ,ხოლმე.ეს ამ სეზონში დაიწყეს,მაგრამ აჩვენებენ სეტანტას არხებს და თანაც კომენტარების გარეშე,გადის კიდევ სილქ უნივერსალიც,სადაც ძალიან შემცირდა სპორტული გადაცემები,ხოლო პროგრამებში კი,სასაცილოდ გვიგდებენ.საერთოდ ვერ გაიგებ,გადაცემათა პროგრამას,ერთი სწერია და სულ სხვა რამეები გადის.რაც შეეხება სეტანტებს,აქ თამაშს აჩვენებენ,ყოველგვარი კომენტარის გარეშე და მიუხედავად იმისა,რომ ადრე,აჭარა სპორტზე საშინელი კომენტირება იყო,იმას მაინც ვიგებდით,ვის ჰქონდა ბურთი.რაკი სეტანტა უჩვენებს,რა ენაზეც არის კომენტარები,იმ ენაზე მაინც ჩართონ.თავის დროზე,ბავშვობაში,რუსული ენა,უმეტეს ნაწილად,სპორტული რეპორტაჟებიდან ვისწავლე და ამიტომ ვიცი,ცოტა ცოტაობით,ყველა ენაში შეიძლება გარკვევა.როცა რუსულ არხებზე ვუყურებ ხვიჩას თამაშებს,რუსულ სეტანტაზე და საერთოდ სპორტულ არხებზე,კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და კარგი რეპორტაჟებიც გამოსდით.ასე რომ მირჩევნია თუნდაც რუსულ,თუნდაც უკრაინულ,თუნდაც ინგლისურ ენაზე გადმოსცენ(თუ ინგლისურ ენაზეცაარეპორტაჟები) კომენტარები,რადგან ყველა სჯობია ასე უსიტყვო და უემოციო რეპორტაჟს.
რაც შეეხება თამაშს,მაკრების ფეხბურთელები დაღლილად გამოიყურებოდნენ,არც ხვიჩას მოუკლავს თავი,დრიბლინგების მცდელობებით,მაგრამ გასაკეთებელი სწრაფადვე გააკეთეს და ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადავიდნენ.წინ ხომ მძიმე თამაშებია.ისე პირველად ვნახე,როცა ხვიჩამ ასე გაქცევით,სისწრაფის ხარჯზე,მხოლოდ დარტყმის ფაზაში,იუველეირის სიზუსტის დარტყმით გაიტანა გოლი და სარკისებურად გაიმეორა,ანგისას საპირისპირო ფლანგიდან საგოლე იერიში.ეს ნიშნავს,რომ ეს კომბინაცია წინასწარ იყო მოფიქრებული და ორივე ფლანგიდან გაამართლა.პირველი გოლის ეპიზოდშიც,ხვიჩამ მარიო რუისაგან მიღებული პასი,მასვე გაუგრძელა,.თავისუფალ სივრცეში და მარიო რუის ჩაწოდებულმა ,დასწრებაზე გამომხტარი ანგისას თავი იპოვა და ლამაზი გოლიც გავიდა.საწყენია,რომ პოლიტანომ ტრავმა გაიახლა,იმედია სერიოზული არაფერია.
სოსო
02 ოქტომბერი 2022 14:07
1
სეტანტაზე შეგიძლია კომენტატორის ჩართვა რომელ ენაზეც გინდა. დარეკე მაგთიში და გასწავლიან
ttzz
03 ოქტომბერი 2022 13:03
0

სიახლეები პოპულარული