დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.
შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა. თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),
საოცრებაა ეგ ბიჭი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა.
რა კარგად თქვა, ყველასი მადლობელი ვარ ვინც ჩემზე წერსო, მარამ არ ვკითხულობ არაფერს, რადგან რასაც ვაკეთებ ეგ ჩემი მაქსიმუმი არ არისო. პიროვნებაც ჩამოყალიბებულია უკვე და ზუსტად იცის რა უნდა, დალაგებული აქვს გეგმები თავში და იმას მიჰყვება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძალიან მაღლა უნდა ავიდეს, ერთეულებმა რომ შეძლეს მხოლოდ ისე მაღლა. ამისთვის მას ყველაფერი აქვს და რაც მთავარია ამას იმსახურებს. ჩვენც ვიმსახურებთ დიდ სიხარულს, ვისაც ასე ძალიან გვიყვარს, გვიხარია და ცუდ პერიოდშიც გვერდით ვედექით. ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა
ხვიჩა მოვლენაა, ერთადერთია, განუმეორებელია!!!