"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
ვითომ მოძველბიჭო,რა უფლება გაქვს რო ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებზე ასე ლაპარაკობ?იცი რამდენი მართლა კაი ძმა ყავთ ამ ბიჭებს?გამოეთრიე და ბოდიში მოუხადე ყველას,თუ გინდა რო რაღაც სახელი დაგრჩეს კაცის და არა ქათმის.
დათო
01 ოქტომბერი 2022 21:55
1
ყაზაიშვილს უნდა შერცხვეს პირველ რიგში იმ ბიჭების თვალებში ჩახედვა ვისაც მისი ცოლისძმა შეთხელებით და კარიერის დანგრევით ემუქრება, ფედერაციის გადაწყვეტილებას კი არ უნდა დაელოდოს, ბოდიში უნდაოიხადოს და წავიდეს. ფედერაციას, სამწვრთნელო შტაბს და ნაკრების ყველა წევრს კი სრული მხარდაჭერა, ყველა გულშემატკივარი უნდა დაუდგეს გვერდში და დაუდგება კიდეც, ფედერაციის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მოახერხა ფეხბურთი დისტანცირებული ყოფილიყო რაიმე ტიპის ჩარევებისგან, ამიტო ვერ ინელებენ და იმუქრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა გულშემატკივარი, მთელი საფეხბურთო სამყარო და მთელი საქართველო დაუდგება ფედერაციას გვერდით და ამ ხორცმეტებს კიდე ერთხელ დაანახებს რო მათი დრო წავიდა და არც არასოდეს დაბრუნდება სპორტში
ტატო
01 ოქტომბერი 2022 21:29
3
ღირსეული განცხადებაა! ამ კრიმინალ ცოლისძმას კიდე რა უნდა, რატომ ეჩხირება იქ, სადაც მისი საქმე არაა. იკაცა მისი ჭკუით.
ყოჩაღ
01 ოქტომბერი 2022 21:17
4
ალბათ ვაკოს ნათქვამი აქვს შინაურობაში საყვედურები, რომ ამხელა გზიდან მოდის და არ აფასებენ, არ ათამაშებენ. ცოლისძმამაც მისი დაცვა გადაწყვიტა ამ ფორმით. წესიერ ქვეყანაში ყველა ფეხზე დადგებოდა და ნაკრების ბიჭებზე დამუქრების უფლებას არავის მისცემდა, ჩვენ კიდე, იქნებ არ იცოდაო და რა ჰუმანურები აღმოვჩნდით. როცა არაა საჭირო მაშინ გამოვავლენთ ხოლმე არაადეკვატურ რეაქციებს და ახლა?
სხვა ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს? 20-21 წლის ბიჭები მაგ ჩანაწერს რომ მოისმენენ მათ ფსიქოლოგიაზე როგორ იმოქმედებს? რა უფლებით ემუქრება ვინმე კრიმინალი ნაკრების რომელიმე წევრს, თან ასე დედის გინებით და ბინძური სიტყვებით.
რა დააშავა სიტყვაზე კვარაცხელიამ, რომელიც კაზაიშვილზე უკეთესად თამაშობს და ძირითადში ათამაშებენ, ერთი წამითაც რატომ უნდა გაიფიქროს, რომ ამის გამო შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს?
ჩემთვის აუტანელი იყო ის რაც მოვისმინე, ერთადერთი იმედი მქონდა დარჩენილი, რომ ვაკო გამოვა და იტყვის, რომ ფეიკი გაუვრცელეს ჩემს ოჯახს და ასე შემდეგ, მაგრამ თავისი პოსტით და ბოდიშით დაადასტურა მისი ავთენტურობა.
თვითონ კი გაემიჯნა..
არვიცი, მე არც დაველოდებოდი ფედერაციის გადაწყვეტილებას, ისე დავტოვებდი ნაკრებს. მაგ ბიჭების გვერდით როგორ უნდა ითამაშოს აღარვიცი.
რომელიმეს ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს რა ქვეყანა ვიქნებით.
!!
02 ოქტომბერი 2022 02:04
0
გაოგნებული ვარ, ფეისბუქზე ხალხი ტელევიზიას ლანძღავს, რატომ გაასაჯაროვეთ ეგ ჩანაწერიო. მაგ ტელევიზიამ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა ჩანაწერის გამოქვეყნებით, წარმოდგენა აქვს საერთოდ ამ ხალხს?
რომელიმე თქვენგანს მსგავსი ინფორმაცია რომ ჩაგივარდეთ ხელში, ვინმეს მოკვლით ემუქრებოდნენ, თქვენთვის შეინახავთ და დაელოდებით რამე როდის მოხდება?
სისხლის სამართლის დანაშაულის დაგეგმვა დაგვიდო ტელევიზიამ, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ მართლა მომხდარიყო და ჩვენ იმაზე ვეჩხუბებით, რატომ გვითხარითთქო, რომ მომხდარიყო მერე ხო ატეხავდნენ ერთ ამბავს, სად იყვნენ ტელევიზიებიო, რატომ არ გამოიძიესო.
მართლა გაოგნებული ვარ, კრიმინალური მენტალიტეტის უმრავლესობის გვერდით გვიწევს ცხოვრება, რომლისთვისაც ის უფრო მიუღებელია, რომ ტელევიზიამ დანაშაული გაასაჯაროვა, ვიდრე ის, რომ ადამიანებს, მითუმეტეს შენი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს საფრთხე ემუქრებოდათ პირდაპირ მოკვლის ან მძიმე დაზიანების.

პ.ს ყველაზე ცუდად მაინც კაშოს ხსენება მომხვდა. კაშოსაც ვუთხარიო რანდენჯერ გაიმეორა, ანუ ასეთ საქმეებზე კაშოს ესაუბრებიან, ეგეთ ხალხთან ურთიერთობა აქვს?!
Thomas
02 ოქტომბერი 2022 02:27
9
შეიძლება დარტყმით ამერიკაში გადაგდებაც ეხსენებია, არ ნიშნავს რომ გაკეთების თავი ჰქონდა, ან უნარი, ან შნო... თქმა ყველაფრის შეიძლება, მართლა ვის ესაუბრა და არა - სხვა საკითხია
დათო
02 ოქტომბერი 2022 10:53
10
ჯერ შენ ბოროტ სიძეს მიხედე და ნაკრები დატოვე ოთხმოცდაათიანებს არ დავაბრუნებთ ამ ქვეყანაში მკვლელების ქურდების ყაჩაღების ადგილი სპორტში მითუმეტეს ამ ქვეყანაში არაა .. უნდა დატოვო ნაკრები!! მაინც გძინავს თამაშის დროს
beqa
01 ოქტომბერი 2022 20:51
26
ვაკოსთან რა გინდა??? ყველაზე თავმდაბალი ბიჭია ვისაც ნაკრებში უტამაშია. არასდროს გაპიარებულა და რაც მიაღწია თავისი შრომით.
ლაშა
01 ოქტომბერი 2022 21:07
29
რასქვია რაუნდა ვაკოსთან შენ რომ სადაც ხარ სადაც მუშაობ იქ რომ გიგვარებს ვითომ შენი ცოლის ძმა შენ რა გამოდიხარ ეგ შენ იფიქრე ეხლა
დათო
02 ოქტომბერი 2022 01:03
3
ევროპაში ჩავალ და ფეხებს დავალეწავო, ვის გულისხმობს მართლა მაინტერესებს. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ევროპაში? ვის, ხვიჩას, ზურიკოს, ბუდუს, მიქაუტაძეს თუ ვის ემუქრება?
ჩვენს საზოგადოებას ხო ჯანსაღი რეაქცია არასდროს არაფერზე აქვს.
ვიღაცამ ხვიჩაზე რაღაცა თქვაო და იმაზე ალესეს კლავიატურები და ათასობით მაგინებელი კომენტარი იწერებოდა და პირდაპირ მუქარას ჩვეულებრივად ატარებენ, პლიუს ვაკოს იცავენ, არ ეცოდინებოდა მაგასო.
დაცვა მაინც დაუყენონ ნაკრების წევრებს.
ტიპი პირდაპირ იძახის, 18 კაციანს 10 კაცზე ჩამოვიყვანო, ფეხებს დავალეწავ, რომელია ვაკოზე უკეთესიო, მერე შეეხვეწებიან ვაკოსო.
ანუ რა დონის სიჩლუნგე და ამავდროულად ბოროტებაა ხვდებით?
რომელიმეს თუ დალეწავს ან მოკლავს ვაკოსთვის ადგილი განთავისუფლდება და მერე ვაკო ჩვეულებრივად ,ნერვის ატოკების გარეშე იქნება ძირითადში?
სად ვართ ხალხო, ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, ჩაცმულ ველურებში!
90 იანებშიც იგივე იყო ყველაფერი,უბრალოდ ასე ჩანაწერების სახით არ გამოდიოდა და ჩვენამდე არ მოდიოდა. ისევ იქ ვართ რეალურად.
???
02 ოქტომბერი 2022 00:20
0
შენს ადგილას ნაკრებიდან წასვლის განცხადებას გავაეთებდი. Რით ვერ გამოხვედით ამ ჩამპალ ქურსულ აზროვნებიდან
jiji
01 ოქტომბერი 2022 22:59
9
არანაირი ფეიკი ეს არ არის. თავად ვაკოც ადასტურებს და ბოდიშს იხდის.
კიდევ კარგი რომ ეგ ინფორმაცია გასაჯაროვდა. აწი აღარაფერი ემუქრებათ ფეხბურთელებს. შეიძლება არასწორი გზით მოიპოვეს ტელევიზიებმა ეგ ინფორმაცია მაგრამ საჭირო იყო ეს, უნდა გასაჯაროვებულიყო. აწი ყველამ გაიგო და აღარაფერია საშიში.
ამას ასე მშვიდად როგორ ვიღებთ მე არ მესმის.ანუ ვაკოს უთამაშებლობის გამო ვის უპირებდა მოკვლას ან ფეხების დალეწვას, კვარაცხელიას? ბუდუს? თუ ვის?
გაგიჟება შეიძლება უბრალოდ.
კაშოს ველაპარკეო ამბობს ესე იგი კაშიამ იცოდა, რომ ამ სიბინძურეს აპირებდა ვიღაც და ბიჭებს არ უთხრა, არ გააფრთხილა?
ხალხო ამას როგორ ვიტანთ!!!
Spain
01 ოქტომბერი 2022 23:40
1
და რატო გადაწყვიტე რო კაშიამ არაფერი მოიმოქმედა?
რა მაფიაა?
02 ოქტომბერი 2022 00:16
4
ყაზაიშვილის ცოლის ძმა ევროპაში რომ ჩავა, ბარსელონასაც დაემუქროს და მოითხოვოს განმარტებები იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდათ ვაკოს შეძენა.
UEFA-საც დაემუქროს, რომ თუ აღიარებენ ვაკოს საუკეთესო ფეხბურთელად, ის იძულებული იქნება UEFA გაანახევროს.
ქ. გ.
02 ოქტომბერი 2022 02:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული