ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.
ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:
"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში. პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.
ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.
ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.
ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.
ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.
კიდევ კარგი რომ ეგ ინფორმაცია გასაჯაროვდა. აწი აღარაფერი ემუქრებათ ფეხბურთელებს. შეიძლება არასწორი გზით მოიპოვეს ტელევიზიებმა ეგ ინფორმაცია მაგრამ საჭირო იყო ეს, უნდა გასაჯაროვებულიყო. აწი ყველამ გაიგო და აღარაფერია საშიში.
ამას ასე მშვიდად როგორ ვიღებთ მე არ მესმის.ანუ ვაკოს უთამაშებლობის გამო ვის უპირებდა მოკვლას ან ფეხების დალეწვას, კვარაცხელიას? ბუდუს? თუ ვის?
გაგიჟება შეიძლება უბრალოდ.
კაშოს ველაპარკეო ამბობს ესე იგი კაშიამ იცოდა, რომ ამ სიბინძურეს აპირებდა ვიღაც და ბიჭებს არ უთხრა, არ გააფრთხილა?
ხალხო ამას როგორ ვიტანთ!!!
10 წუთის გამო გარემო გააFუჭოს ? იყოს კორეაში ფული იშოვოს
პ.ს. ვაკოს არაფერს ვერჩი, არ მგონია მაგას დაერეკა ეთხოვა რამე მიშველეო.
მაგრამ მახსოვს მაგის მორიგი დაჭერის მერე, ჰიმნს არ ვიმღერებ სანამ ციხეშიაო რო თქვა.
აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში ეს ქუჩური მენტალიტეტი.
ქვეყანა ვიყოთ გამოძიება უნდა დაიწყოს.
მაგრამ ეგაა რომ არ ვართ სახელმწიფო