ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.
ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:
"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში. პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.
ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.
ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.
ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.
ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.
ნაკრებში სათამაშოდ. არ იყო საჭირო ნომრების დადგმა. ეხლა გამოვა რომ თვითონ კი არ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, არამედ ნაკრებმა თქვა მასზე უარი.
1. მადლობა იმას ვინც გამოაქვეყნა ჩანაწერი და გამოაშკარავა ჯერ კიდევ შემორჩენილი სენი. ანუ ვიცით რაც გვჭირს და იმედია ვუმკურნალებთ.
2. ვაკოს მიუხედავად იმისა რა დამსახურებაც არ უნდა ქონდეს ქართულ ფეხბურთში მორალური უფლება არაა აქვს ითამშოს ნაკრებში, რატომ იცით? იმიტომაც რომ არავინ არავის დაემუქრებოდა ვატოსგან, რომ არ ქონოდა უკმაყოფილების სიგნალები.
3. ხალხო ნუ ცდილობთ ვატოს დაცვას. მისი დაცვით თქვენ იმედს უკარგავთ ახალ თაობას და საერთოდ მათში კლავთ მომავლის რწმენას.
4. ესაა ქართული ფეხბურთის ლუსტრაცია და პაასუხი იმაზე, თუ რა გვჭირს და რატომ არაა ეს სპორტი ჩვენთან განვითარებული. წამით გავიაზროთ ნაკრების დონეზე ამას, რომ აკეთებენ ახლა კლუბების დონეზე რა იქნებოდა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და ბევრ არალოგიკურ გადაწყვეტილებებზე და გაუცემელ შეკითხვებზე პასუხებსაც მივიღებთ.
UEFA-საც დაემუქროს, რომ თუ აღიარებენ ვაკოს საუკეთესო ფეხბურთელად, ის იძულებული იქნება UEFA გაანახევროს.
რომელიმე თქვენგანს მსგავსი ინფორმაცია რომ ჩაგივარდეთ ხელში, ვინმეს მოკვლით ემუქრებოდნენ, თქვენთვის შეინახავთ და დაელოდებით რამე როდის მოხდება?
სისხლის სამართლის დანაშაულის დაგეგმვა დაგვიდო ტელევიზიამ, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ მართლა მომხდარიყო და ჩვენ იმაზე ვეჩხუბებით, რატომ გვითხარითთქო, რომ მომხდარიყო მერე ხო ატეხავდნენ ერთ ამბავს, სად იყვნენ ტელევიზიებიო, რატომ არ გამოიძიესო.
მართლა გაოგნებული ვარ, კრიმინალური მენტალიტეტის უმრავლესობის გვერდით გვიწევს ცხოვრება, რომლისთვისაც ის უფრო მიუღებელია, რომ ტელევიზიამ დანაშაული გაასაჯაროვა, ვიდრე ის, რომ ადამიანებს, მითუმეტეს შენი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს საფრთხე ემუქრებოდათ პირდაპირ მოკვლის ან მძიმე დაზიანების.
პ.ს ყველაზე ცუდად მაინც კაშოს ხსენება მომხვდა. კაშოსაც ვუთხარიო რანდენჯერ გაიმეორა, ანუ ასეთ საქმეებზე კაშოს ესაუბრებიან, ეგეთ ხალხთან ურთიერთობა აქვს?!
სხვა ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს? 20-21 წლის ბიჭები მაგ ჩანაწერს რომ მოისმენენ მათ ფსიქოლოგიაზე როგორ იმოქმედებს? რა უფლებით ემუქრება ვინმე კრიმინალი ნაკრების რომელიმე წევრს, თან ასე დედის გინებით და ბინძური სიტყვებით.
რა დააშავა სიტყვაზე კვარაცხელიამ, რომელიც კაზაიშვილზე უკეთესად თამაშობს და ძირითადში ათამაშებენ, ერთი წამითაც რატომ უნდა გაიფიქროს, რომ ამის გამო შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს?
ჩემთვის აუტანელი იყო ის რაც მოვისმინე, ერთადერთი იმედი მქონდა დარჩენილი, რომ ვაკო გამოვა და იტყვის, რომ ფეიკი გაუვრცელეს ჩემს ოჯახს და ასე შემდეგ, მაგრამ თავისი პოსტით და ბოდიშით დაადასტურა მისი ავთენტურობა.
თვითონ კი გაემიჯნა..
არვიცი, მე არც დაველოდებოდი ფედერაციის გადაწყვეტილებას, ისე დავტოვებდი ნაკრებს. მაგ ბიჭების გვერდით როგორ უნდა ითამაშოს აღარვიცი.
რომელიმეს ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს რა ქვეყანა ვიქნებით.