"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
არანაირი ფეიკი ეს არ არის. თავად ვაკოც ადასტურებს და ბოდიშს იხდის.
კიდევ კარგი რომ ეგ ინფორმაცია გასაჯაროვდა. აწი აღარაფერი ემუქრებათ ფეხბურთელებს. შეიძლება არასწორი გზით მოიპოვეს ტელევიზიებმა ეგ ინფორმაცია მაგრამ საჭირო იყო ეს, უნდა გასაჯაროვებულიყო. აწი ყველამ გაიგო და აღარაფერია საშიში.
ამას ასე მშვიდად როგორ ვიღებთ მე არ მესმის.ანუ ვაკოს უთამაშებლობის გამო ვის უპირებდა მოკვლას ან ფეხების დალეწვას, კვარაცხელიას? ბუდუს? თუ ვის?
გაგიჟება შეიძლება უბრალოდ.
კაშოს ველაპარკეო ამბობს ესე იგი კაშიამ იცოდა, რომ ამ სიბინძურეს აპირებდა ვიღაც და ბიჭებს არ უთხრა, არ გააფრთხილა?
ხალხო ამას როგორ ვიტანთ!!!
Spain
01 ოქტომბერი 2022 23:40
1
და რატო გადაწყვიტე რო კაშიამ არაფერი მოიმოქმედა?
რა მაფიაა?
02 ოქტომბერი 2022 00:16
4
ხალხო ყაზაიშვილის ნაკრებში ყოფნა არ ყოფნის პრობლემის გარდა ვერაფერში ხედავთ, პრობლემას ხო? ქვეყანა გვექცევა თავზე გაიღვიძეთ, ერთი კრიმინალი ისე აშინებს ამხელა ფედერაციას და სახელმწიფოს, რომ ასეთ საშინელებასზე საქმესავ ვერ ღძრავენ. ვანოს დროს ამას გაბედავდა ვინმე?
რრრ
01 ოქტომბერი 2022 23:20
21
ტიპიური ნაცური ბაზარი. რატომ გენგრევა თავზე ქვეყანა? უკანონოდ დაგიჭირეს, გაწამეს, ოჯახის წევრი დააპატიმრეს, სამსახურიდან უსამართლოდ გამოგიშვეს, პოზიციას აფიქსირებდი საზოგადოებრივ სივრცეში და გცემეს/დაგარბიეს თუ გაგაუპატიურეს?? აა, უბრალოდ ისეთი 'აღქმა' გაქვს რომ ქვეყანა ინგრევა? გამორთე მთავარი სანაგვე და იაზროვნე.
odala
02 ოქტომბერი 2022 12:58
5
ახლა აქ ზონდერი ბლუ ვანო რა მოსატანი იყო?
Gio
02 ოქტომბერი 2022 12:01
5
რაზეა ლაპარაკი, იქნებ ლინკი მაინც დადოთ
ისე მაინც
01 ოქტომბერი 2022 23:20
2
შენს ადგილას ნაკრებიდან წასვლის განცხადებას გავაეთებდი. Რით ვერ გამოხვედით ამ ჩამპალ ქურსულ აზროვნებიდან
jiji
01 ოქტომბერი 2022 22:59
9
რატო დატოვოოს? სასტარტოში ითამაშოს ? ანუ რასაც ის აკაჩავებს ისე მოვიქცეეთ? მაშინ რატო ლანძღავთ ვათამაშოთ სულ სასტარტოში და იყოს ნაკრებში! თუ იმის ჭკუაზე არ წავალთ რააზრიაქ გამოძახებაას?
10 წუთის გამო გარემო გააFუჭოს ? იყოს კორეაში ფული იშოვოს
giorgi
01 ოქტომბერი 2022 22:59
10
გაგებით ვეკიდებით, როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა გვირჩია.
პ.ს. ვაკოს არაფერს ვერჩი, არ მგონია მაგას დაერეკა ეთხოვა რამე მიშველეო.
მაგრამ მახსოვს მაგის მორიგი დაჭერის მერე, ჰიმნს არ ვიმღერებ სანამ ციხეშიაო რო თქვა.
აბუბეკრ ისმაილ იბნ ალ აშარი
01 ოქტომბერი 2022 22:56
1
არცერთი მკვლელი არ აღიარებს დანაშაულს სანამ ფაქტს არ დაუდებენ თავმოყვარეობის და გარემოს გამო უნდა დატოვოს ნაკრები დროებით მაინც წამოვიდეს! მისი სიძემ მოიხადოს საჯაროდ ბოდიში და დაბრუნდეს ვაკო, ეს ყველას ნაკრებია! სასტარტოში რო ითამაშებს კითხვები არ გაგიჩნდებაათ და თუ წააგეს რა ამბავი ატყდება სულ გააფუჭებს გარემოს ისედაც ძაან დააზიანა! ვიღაცა ბნელმა გაუნათლებელმა!! ამიტომ უნდა დატოვოს ნაკრები
beqa
01 ოქტომბერი 2022 22:55
4
და ჩვენ გვინდა ევროპაში?
აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში ეს ქუჩური მენტალიტეტი.
ქვეყანა ვიყოთ გამოძიება უნდა დაიწყოს.
მაგრამ ეგაა რომ არ ვართ სახელმწიფო
Las
01 ოქტომბერი 2022 22:47
5
მოკვეთეთ ნაკრებიდან !!!
იმედა
01 ოქტომბერი 2022 22:42
8
ვითომ მოძველბიჭო,რა უფლება გაქვს რო ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებზე ასე ლაპარაკობ?იცი რამდენი მართლა კაი ძმა ყავთ ამ ბიჭებს?გამოეთრიე და ბოდიში მოუხადე ყველას,თუ გინდა რო რაღაც სახელი დაგრჩეს კაცის და არა ქათმის.
დათო
01 ოქტომბერი 2022 21:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული