"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ტორინოსთან" გამარჯვებასა (3:1)  და ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ნეაპოლური კლუბის საიტი გამოეხმაურა:

"ნაპოლი" ცეცხლს ანგისასა და კვარაცხელიას საფირმო გოლებით ანთებს. შაბათ
დღეს "მარადონაზე" "ლაჟვარდოვნებმა" 40 წუთში შოუ მოაწყვეს. კვარაცხელიამ ჯადოსნურად თავისი ჩვეული პროგრესიით გაიბრწყინა, მეურვეებს დაუსხლტა, დრიბლინგისას თითქოს ბალახი "დაწვა" და განუმეორებელი გოლი დახატა. "ნაპოლიმ" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, სამშაბათს ამსტერდამში თამაშობს და გუნდის წარმატებები მხოლოდ იწყება".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ქართველის შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპლეტიმ გააკეთა: "პირველ ტაიმში კვარაცხელიას იმიტომ დავუძახე, რომ მინდოდა უფრო მოედნის სიღრმეში
დაეწია, რათა ცენტრიდან შეტევის მეტი საშუალება ჰქონოდა. "კვარა" გასაოცარია, ბურთის დაფარვა, დრიბლინგი და თავისუფალი პარტნიორის მონახვა ეხერხება - ორჯერ ზილენსკის პასი გაუკეთა. ვარიანტებისას სათამაშო გადაწყვეტილების მიღებისას მართლაც სტრატოსფერულია".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ამ კაცს კარგი უნდადა თქვენ კიდე გაუწყალეთ საქმე.ავა არ ასწავლოს რა და როგორ.მაშინ მიუშვათ თავის ნებაზე და ირბნისის ზევით ქვევით.
კახა ქ.
15:07 02-10-2022
1
აიაქსსაც დააჯდა სიკვდილის ბუზიიი!!!
Zaza
14:06 02-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული