"ასე ხვიჩა ბომბარდირი გახდება" - სიომინმა პროგნოზი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მე-8 ტურში მოგებულ მატჩში (3:1) "ტორინოს" კარი დალაშქრა, მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს (ლაციო) გაუთანაბრდა და ერთი გოლით მხოლოდ მარკო არნაუტოვიჩს (ბოლონია) ჩამორჩება. თანაც, არნაუტოვიჩმა ორჯერ, ხოლო იმობილემ ერთხელ პენალტიდან გაიტანა.

ხვიჩას შესახებ მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა კომენტარი.

"ასეთი ტემპებით კვარაცხელია ამ სეზონში "ნაპოლის" მთავარი ბომბარდირი შეიძლება გახდეს. გუნდს არ ჰყავს ისეთი აშკარა ბომბარდირი, როგორებიც ჰოლანი, ჟირუ და ლეაუ არიან. შეუძლია გახდეს საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ ამის გაკეთება
ძნელი იქნება", - ციტირებს სიომინს "ჩემპიონატი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა ნაპოლის ბომბარდირიც არის და ლიდერიც სამართლიანიც იქნება თუ თავის მოპოვებულ პენალტებსაც დაარტყმევინებს მწვრთნელი მაშინ უკვე სერია ა ს ბომბარდირიც გახდება და ალბათ ჩემპიონთა ლიგისაც
Zaza
10:46 02-10-2022
0
მანამდე რას ლაპარაკობდი "პალიჩ" იურა სიომინ??? იქ რთულიაო, ხომ გვაქსო აგერ მირანჩუკის მაგალითიო
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული