"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიამ თქვა, რომ მას "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ დაურეკა და "კვარას" შესახებ ესაუბრა.

"საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს 80-იანი წლების "ნაპოლის" ლეგენდარულ ფეხბურთელ ჩირო ფერარასთან. ის მარადონას პერიოდში იმ დროინდელ გუნდში დიეგოს შემდეგ ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო.

მან "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ დამირეკა, შემდეგნაირად ახსნა კვარაცხელიას მოვლენა და მითხრა... 

80-იან წლებში ღმერთმა ამ ქალაქს მარადონა მისცა, ახლა კი მეორდება ის
პერიოდი და ღმერთმა ახლა ხვიჩა კვარაცხელია გამოგვიგზავნაო...

ამხელა დონის ფიგურა ხვიჩაზე იძახის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი კი არ არის, ღმერთისგან ბოძებული საჩუქარიაო", - ამბობს ჟორდანია.

altმთელი სტადიონი სკანდირებს - ხვიჩა კვარაცხელია! - რა ხდებოდა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნაზე "ტორინოსთან" კვარაცხელიას გოლის შემდგომ [VIDEO]

altმაგიური ხვიჩა! - კვარაცხელიას დიდებული შედეგი და მიღწევა რუსეთის დატოვების შემდეგ

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ბოროტი და შურიანი კაცის განცხადება
გულშემატკივარი
09:33 03-10-2022
3
რატომ არის ფენომენი და ვარსკვლავი? იმიტომ,, რომ ორიგინალურია, არავის ბაძავს, ის ერთია და განუმეორებელი, როგორებიც იყვნენ გარინჩა, ეუსებიო, პელე და მარადონაზე აღარაფერს ვამბობ, პასარელა, ზიკო, კრუიფი, მესხი, მეტრეველი და დარასელია. ყიფიანი, გუცაევი. რომ იტყვიან გიგანტების პლეადა! ერთმა ყიფიანზე თქვა, ის ფეხბურთის კარუზოაო და მართალი იყო დედას ვფიცავარ.! .
კვარა ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს და ესაა მთავარი, ზოგჯერ მგონია ფიროსმანივით კალმის ერთი ორი მოსმა და თუნდაც კრუხი იყოს, ან წიწილა უფლის ქმნილი ფიგურა ჩნდება, კვარა ქართველი ფიროსმანია. ის როგორც ფიროსმანი ბავშვივით ხატავს, ოღონდ ბურთით და სხვა ბავშვებისგან განსხვავებით იმიტომ არის შედევრი, რომ ორიგინალური და თვითნაბადი და მისი მოძრაობაც იმ ამის მეატასედში გონების ნაკარნახევი სვლაა. მოკლედ; ჩვენ ეს პატარა და დაჩაგრული ერი, დიდი ხანია ველით რაღაც განსაკუთრებულს და აჰა; როგორც იქნა აღსრულდა, ფანტასტიკა! ქართულ გენმა დაბადა დასამუშავებელი ალმასი, იმედია მისი კარიერა ალმასის სპეციალისტების ხელში გაივლის. რომ სამუდამოდ იბრწყინოს და ხალხს სიამოვნება მიანიჭოს..
რა იქნებოდა მისი ფასი სხვისთვის რომ მიებაძა? არაფერი, სულ სამი ოთხი გროში
და სხვა არააფერი. ეხლა კი. . ჯერ კიდევ სად ხართ, წინ ბევრჯერ შეუძლებელისგან გაოცება გველოდება.
უკვე ხუთი წელი იქნება როცა მისი თამაში პირველად ვნახე და იმ წამიდან ვამბობ, ეს ბავშვი უდიდესი ტალანტია და თუ შრომა არ დაეზარება, გენიოსად გადაიქცევა, თუ არ იშრომებს და მხოლოდ ნიჭის ხარჯზე, საშუალო დონის ფეხბურთელებზე მეტი ყოველთვის იქნება.
ზოგს ძალით აბრალებენ ფეხბურთელობას, იმის მაგივრად ბაზარში პერაშკებს ყიდიდნენ, ფეხბურთელიაო დააჯერეს და თვითონაც ჯერავთ, მართლა იჯერებენ. მე სულ მიკვირს, ან თავად რატომ იბრალებენ? ან ის სხვები რატომ აბრალებენ? რა სიამოვნებას იღებენ ამით? არ ვიცი.
კვარა კი ფეხბურთისთვის არის დაბადებული.
მე იმის მეშინია ქართულლი დაავადება არ შეეყაროს, ღმერთმა არ ქნას; ჩვენ ქართველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები..და თავში არ აუვარდეს, ან მაგ დონემდე არ მიიყვანონ, ეგეც მაგრად მაშინებს, .
კ ო მ ბ ლ ე
00:56 03-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული