"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით, ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვალ, 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ამსტერდამის "აიაქსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰოლანდიური კლუბის თავკაცმა ალფრედ შროდერმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

შროდერის თქმით, მისი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეს.

"ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია, კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან, იტალიელებს გარკვეული სისუსტეები აქვთ, თუმცა არც ისე ბევრი, სწორედ ამიტომ არიან დაუმარცხებლები.

"ხვიჩა ძალიან კარგი მოთამაშეა, ინდივიდუალურად შესანიშნავად მოქმედებს, ქართველის შეჩერება გუნდური თამაშით უნდა ვცადოთ, განსაკუთრებით კარგად ერთი-ერთზე თამაშობს, და პიოტრ ჟელინსკისთან ერთად კარგად კომბინირებს, კვარაცხელია,
ჟელინსკი და ლობოტკა, "ნაპოლის" მათი სახით 3 გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს" - განაცხადა შროდერმა.

შეგახსენებთ, "აიაქსისა" და "ნაპოლის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

alt"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

altკარლო ანჩელოტი: კვარაცხელია განსაკუთრებულია


მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს მაგარი საყურებელი თამაში უნდა გამოვიდეს წესით.ორი სუპერშემტევი და ტექნიკური გუნდი კარფ სანახაობას გვპირდება...
master
18:59 03-10-2022
1
ჩვენ ნაკრებს ლობოტკას დარი ფეხბურთელი ჰაერივით სჭირდება. ჟელინსკის ჩაანაცვლებს ჩაკვეტაძე. ანგისას ჩამნაცვლელი არ გვყავს. ეგოისტი არ არის, მაგრამ ბოლო თამაშზე, მეორე გოლისას მაგრად გაუმართლა და არ გაასამართლებენ! უფრო სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება ხვიჩაზე პასი იყო. დარწმუნებული ვარ სპალეტი გარჩევაზრ ეტყვის! ხვიჩას საყამაშო დიაპაზონი უკვე მთელ მოედანს მოიცავს. სად გადავიდა პოლიტანოს სტრახოვკაზე, თუ დააკვირდით. რამხელა რივოკი გააკეთა და ერთჯერადი არ იყო. ძალიან დიდი ნაბიჯებით იზრდება ჩვენი ოქროს ბიჭი!!! წარმატებები ხვიჩას და ნაკრებს.
G.A.L.
20:11 03-10-2022
3

სიახლეები პოპულარული