კრისტიან ძაკარდომ ახსნა, რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი "მილანსა" და "იუვენტუსში"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ Gazzetta dello Sport-თან საუბარში ახსნა, რატომ ვერ გადავიდა ქართველი ფეხბურთელი "მილანსა" და "იუვენტუსში".

"კრისტიანო ჯუნტოლისა ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) და მიკელის ჰქონდათ მეტი გამბედაობა და მონდომება, რათა კვარაცხელია დაემატებინათ, თანაც მათ გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მხარდაჭერა ჰქონდათ.

"ნაპოლი" იყო დროული... თანაც, არსებობდა შიში, რომ ხვიჩას ტრანსფერში პრემიერლიგის გუნდები ჩაერთვებოდნენ, ამიტომ მოქმედება სწრაფად იყო საჭირო.

იყო ინტერესი "მილანისა" და "იუვენტუსის" მხრიდანაც, მაგრამ მე მხოლოდ ნეაპოლურ მხარეს მივყვებოდი... რატომ? ორივე გუნდს კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელი უკვე
ჰყავდა, "როსონერის" - ლეაო, ხოლო "ბებერ ქალბატონს" - ფედერიკო კიეზა, ამიტომ ისინი უფრო მშვიდად იყვნენ და განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ", - ამბობს ძაკარდო.

alt"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოდა უყურეთ ეხლა როგორ გაგტენით.
რობოტი
18:27 03-10-2022
1

სიახლეები პოპულარული