შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა

AutoSharing Option
"ჰალ სიტის" მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ შოთა არველაძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი გამოაქვეყნა:

"იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს, ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.

მინდა აჯუნს და
მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის საკითხები, რომლებსაც დროსთან ერთად სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები ერთმანეთისას, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, "ჰალ სიტი" წარმატებული კლუბი გახდება.

მადლობას ვუხდი "ვეფხვების" სტაფის ყველა წევრს, ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომლებთან ერთადაც ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got... ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
შოთა ჩემთვის პირადად რატომ ვერ არის მაღალი დონის მწვრთნელი ვიტყვი, გარდა იმის რომ ფახთაქორის გარდა არსად შედეგი არ ჰქონია და ყველგან გაათავისუფლეს: უმაღლესი დონის მწვრთნელს ხომ უნდა ჰქონდეს უნარი ნიჭიერი ახალგაზრდა შეამჩნიოს და მერე გაზარდოს. ასეთი რამ ჯერ არ ჰქონია კარიერაში როგორც ვიცი. პრინციპში დროსაც არ აძლევდნენ საკმარისს, მაგრამ მე ის ვერ მიპატიები, მწვრთნელმა კაცმა ხვიჩაზე როგორ თქვა, ოვერმარსმა მითხრა ეგ კონტრშეტევების ფეხბურთელიაო და ესეც არ შეეწინააღმდეგა, დაეთანხმა. თუნდაც მანდ გამოჩნდა რომ ვერ გრძნობს ბოლომდე ფეხბურზტელებს როგორვ მწვრთნელი.



აი ამიტომ
01:29 04-10-2022
6
რავი ჩისკოზე კი თქვა ამის ძმამ ჯერ მწვრთნელობა ისწავლოსო...გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი?!
Ბაბუაწვერა
09:55 04-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული