შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა

AutoSharing Option
"ჰალ სიტის" მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ შოთა არველაძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი გამოაქვეყნა:

"იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს, ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.

მინდა აჯუნს და
მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის საკითხები, რომლებსაც დროსთან ერთად სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები ერთმანეთისას, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, "ჰალ სიტი" წარმატებული კლუბი გახდება.

მადლობას ვუხდი "ვეფხვების" სტაფის ყველა წევრს, ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომლებთან ერთადაც ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got... ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
შოთი მაგარი კაცი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელია ბრავო შოთი
გიო 9
11:32 21-10-2022
0
Თქვენ ვინმეს გგონიათ არველაძეებს ძალიან უხარიათ ხვიჩას წარმატება? Უხარიათ კი არა ბოღმისგან სკდებიან.აბა ის ძალათ ფეხბურთელი იყოს(ბაქოში ბურთის მომწოდებლად რო წაიყვანეს) ხვიჩას ნახევარი და ნახავდით რა დღეში იქნებოდნენ.
Ბაბუაწვერა
19:14 04-10-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული