დელ პიერო ხვიჩაზე: ესაა ადამიანი-დრიბლინგი, რომელსაც აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და თავხედობა

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Calcio Club-ის ეთერში ისაუბრა:

"მწვრთნელმა და კომპანიამ ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, ვინაიდან ცხადი იყო იმ სტილის ფეხბურთელების შეძენაზე მითითებები, რომლებიც სპალეტის სჭირდებოდა. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგი იყო - შეიძინა არა პირველი კლასის, არამედ ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც გიჟური ზეგავლენა მოახდინეს. ანგისა "ტორინოსთან" შესანიშნავად გაისარჯა. კიდევ ჰყავთ შთამბეჭდავი "კვარა". მეურვეს ყოველთვის ატყუებს. ეს ადამიანი-დრიბლინგია, ამას მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის მტკივნეულად აკეთებს. პოლიტანოც ახერხებს, მაგრამ ინსინიესავით მოედნის შუაში იწევს. კვარაცხელია მეტოქეზე პირდაპირ მიდის.

ქართველს აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და თავხედობა. მართლაც გასაკვირ რაღაცებს აკეთებს და იმედია, ასე გააგრძელებს, რამეთუ მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, თავიდანვე გაქვს უპირატესობა, რომლის მიერ დაცვის გარღვევის შემთხვევაში, მთელი გუნდი აცნობიერებს, რომ დამატებითი იარაღი გააჩნია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ სპალეტის გუნდები მრავალი წლის განმავლობაში კარგად თამაშობენ. ამიტომ ფეხბურთელებისთვის თავის საუკეთესოდ წარმოჩენის პირობები მათ მთელი თავიანთი უნარების გამომჟღავნების საშუალებას აძლევს.

როდემდე გაგრძელდება "ნაპოლის" წარმატებული სერია? არავინ იცის. დღეს ეს შოუა, რომელიც უნდა ნახოთ, როგორ თამაშობენ. ისინი კარგად გამოიყურებოდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით, "ლივერპულთან". სასიამოვნოა ფეხბურთის ცქერა, რომელიც ტოტალური ხდება. მათ იციან ბურთით მოძრაობა, ბურთის დაჭერა, ვერტიკალურად შეტევა და შემადგენლობის შეცვლისასაც ახერხებენ წარმატების მიღწევას".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეტყობა ზოგიერთმა არ იცის რა არის დრიბლინგი რასაც ყველა თამაშში ხვიჩა აკეთებს.აშკარად ფეხბურთი ცხოვრებაში ეზოშიც კი არ უთამაშიათ.თან ფეხბურთის პროფესორ დელ პიეროს ფეხბურთსაც ასწავლიან.
ვა რა დონეა
15:04 04-10-2022
1
წარმატებები კვარაცხელიას!!!
0

სიახლეები პოპულარული