"კვარაცხელია "ქილერია", გეტყვით, მას განსაკუთრებულობას რა სძენს" - არველაძე ნიდერლანდურ პრესას ხვიჩაზე ესაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "აიაქსს" დაუპირისპირდება.

ნიდერლანდურმა De Telegraaf-მა მატჩამდე კომენტარი ამსტერდამული გუნდის ყოფილ ფორვარდ შოთა არველაძეს სთხოვა და რა თქმა უნდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო.

ირკვევა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ქართველი შემტევის შეძენა "აიაქსს" შესთავაზეს, თუმცა ნიდერლანდელებს მოთხოვნილი თანხა ეძვირათ.

"გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა ამსტერდამელებს შესთავაზეს, იმხანად "კვარას" რუსეთში არცთუ ისე კარგი სტატისტიკა ჰქონდა. რუსებმა 15 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაც ნიდერლანდელებს ეძვირათ,
საბოლოოდ კი ხვიჩა "ნაპოლიში" 10 მილიონ ევროდ აღმოჩნდა.

"კვარას" უდიდესი კლასი აქვს. ის ტანმაღალია და ორივე ფეხით ძალიან ძლიერად თამაში შეუძლია. მას განსაკუთრებულობას ის სძენს, რომ როგორც მცირე, ისე დიდ სივრცეში, ძალიან კარგია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგივა, როგორც გინდა, მაგრამ ის მოედანზე ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

კვარაცხელია ნამდვილი "ქილერია". ის თამაშს კითხულობს და მისი არასწორი გადაწყვეტილება არ მახსენდება. ის უბრალოდ მიდის ბურთთან და კლავს მას.

"აიაქსისთვის" უკეთესი იქნება, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს აკონტროლოს და ქართველმა ის რაც შეიძლება იშვიათად მიიღოს. ერთი-ერთზე ფეხბურთელთან ის არ უნდა დატოვონ, რადგან ასეთ შემთხვევაში ხვიჩა ძალიან ძლიერია", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სხვა რა მინუსები აქვს, ბარემ ყველაფერი მოუყევი, იქნებ აიაქსის მწვრთნელობასაც გამოკრა ხელი. ქილერი არა ტანკისტი კიდევ.
დათო
04 ოქტომბერი 2022 16:08
24
ლეონ:))
gela
04 ოქტომბერი 2022 16:36
1
შოთა მართალი ხარ ხვიჩა ნამდვილი ქილერია თანაც სასტიკი
ზაზა
04 ოქტომბერი 2022 16:00
6
შოთა ლუზერ არველაძე!
რიკი
04 ოქტომბერი 2022 15:47
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული