იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა. კასანოს თქმით, იგი გაკვირვებულია, თუ როგორ არ იბრძოლეს ევროპულმა გრანდებმა ხვიჩას შესაძენად.
"ნაპოლიმ" სატრანსფერო ბაზარზე ჩინებულად იმუშავა. კალიდუ კულიბალის ნაცვლად, შეიძინეს კიმ მინ-ჯე, დაიმატეს ზამბო ანგისა, რომელიც "ფულემის" სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი იყო და ხვიჩა კვარაცხელია.
სიგიჟეა, რომ "ნაპოლიმ" ასე მარტივად დაიმატა და ევროპულმა გრანდებმა ხვიჩას შესაძენად არ იბრძოლეს. არ ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო მის აღსაწერად. ქართველს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მის
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას დღეს, 4 ოქტომბერს, "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ანტონიო კასანო: ყველაფერი სწორად რომ მეკეთებინა, მესისნაირი გავხდებოდი