"მის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის" - ანტონიო კასანო ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა. კასანოს თქმით, იგი გაკვირვებულია, თუ როგორ არ იბრძოლეს ევროპულმა გრანდებმა ხვიჩას შესაძენად.

"ნაპოლიმ" სატრანსფერო ბაზარზე ჩინებულად იმუშავა. კალიდუ კულიბალის ნაცვლად, შეიძინეს კიმ მინ-ჯე, დაიმატეს ზამბო ანგისა, რომელიც "ფულემის" სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი იყო და ხვიჩა კვარაცხელია.

სიგიჟეა, რომ "ნაპოლიმ" ასე მარტივად დაიმატა და ევროპულმა გრანდებმა ხვიჩას შესაძენად არ იბრძოლეს. არ ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო მის აღსაწერად. ქართველს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მის
შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას დღეს, 4 ოქტომბერს, "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"ხვიჩა და ინსინიე ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებიან, ქართველი ნამდვილი ბრილიანტია" - ანტონიო კასანო

altანტონიო კასანო: ყველაფერი სწორად რომ მეკეთებინა, მესისნაირი გავხდებოდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული